მიხეილ ყაველაშვილი ჯო უილსონზე - ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ სათანადო პასუხი გასცა - რაც შეიძლება ნაკლები ყურადღება უნდა დავუთმოთ ამდაგვარი პერსონების შეფასებებს

ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ [ჯო უილსონს] სათანადო პასუხი გასცა - რაც შეიძლება ნაკლები ყურადღება უნდა დავუთმოთ ამდაგვარი პერსონების შეფასებებს,- ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი იმ ფაქტს, რომ საქართველოს დელეგაციამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

როგორც ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტის წევრები სწორ შენიშვნებს და ობიექტურ შეფასებას უკეთებენ უილსონის გამონათქვამებს.

ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ [ჯო უილსონს] სათანადო პასუხი გასცა. ყოველდღიურ რეჟიმში, ჩვენი პარლამენტის წევრები საკმაოდ სწორ შენიშვნებს და ობიექტურ შეფასებას უკეთებენ მის გამონათქვამებს. ჩემთვის, პირდაპირ ხელისგულზე ჩანს ქმედებები ერთი კონგრესმენის, რომელიც დაინტერესებული მხარეა და მის უკან კიდევ რა დგას, ესეც მარტივად დასანახია ნებისმიერი მოქალაქისგან. ამიტომ, რაც შეიძლება ნაკლები ყურადღება უნდა დავუთმოთ ამდაგვარი პერსონების შეფასებებს", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს დელეგაციამ, პროტესტის ნიშნად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე „ჰააგის დეკლარაციაზე“ გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

„მსურს, კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით პროცედურული შენიშვნა გავაკეთო და საქართველოს დელეგაციის სახელით შემდეგი განცხადება წარმოვადგინო. იმის გამო, რომ დეკლარაციის შესწორებული ვერსიის ცალკეული ნაწილები განზრახ ამახინჯებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ რეალობას, უხეშად არასწორად წარმოაჩენს და აყალბებს ფაქტებს, სრულად უგულებელყოფს სახელმწიფო ინსტიტუტებზე განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმებს და თვითნებურად განმარტავს როგორც საარჩევნო სადამკვირვებლო მისიების, ისე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშებს, რითაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი დელეგაცია, პროტესტის ნიშნად, კენჭისყრის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს“,- აღნიშნა სამხარაძემ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა