პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმერ პუტინს - ვიცით, რას აპირებთ, ნუ გააკეთებთ ამას

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, რუსეთი მისი ქვეყნის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს წლების განმავლობაში აწარმოებს.

„რუსეთი წლების განმავლობაში აწარმოებს ჩვენ წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს. დასავლეთი ამას არ აღიარებდა, ვფიქრობ, ახლა ყველა ვაღიარებთ“, - განაცხადა სიკორსკიმ.

მისი თქმით, რუსეთის ქმედებები მოიცავს განზრახ მოწყობილ ხანძრებს, მკვლელობებს და ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევას.

„ეს გამოიხატება განზრახ მოწყობილ ხანძრებში, მკვლელობებში, ჩვენს პოლიტიკაში ჩარევაში, მასშტაბურ დეზინფორმაციასა და სახელმწიფო ტერორიზმში“, - აღნიშნა სიკორსკიმ.

რადოსლავ სიკორსკის კომენტარი შეეხებოდა CNN-ის მიერ ადრე გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, შეერთებულმა შტატებმა პოლონეთი გააფრთხილა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, შესაძლოა, ევროპაზე თავდასხმის გადაწყვეტილება მიიღოს - შეზღუდული ფორმით, შესაძლოა, დრონებით ან ჰიბრიდული ომის სხვა ფორმით.

„რაც არ უნდა იყოს ეს, ჩვენი გზავნილი ვლადიმირ პუტინის მიმართ ასეთია: ვიცით, რას აპირებთ. ნუ გააკეთებთ ამას“, - განაცხადა პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა