ნანუკა ჟორჟოლიანი - თუ გინდათ, პროცესში დამლაგებლად შევალ, ოღონდ საქმე გავაკეთო

მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას არანაირი კავშირი არ აქვს იმასთან, რომ ის მოქმედი თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას საქმიანობით უკმაყოფილოა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ნანუკა ჟორჟოლიანმა განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას მიხეილ სააკაშვილის პოზიციასთან დაკავშირებით, ივლისის ბოლოს ჩაინიშნოს ყრილობა, რომელიც აირჩევს პარტიის დროებითი მართვის ორგანოს.

რაც შეეხება „რეფორმატორთა საბჭოს“ შექმნის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას, რომელიც ამავე საბჭოს თავმჯდომარედ საკუთარ თავს, ხოლო აღმასრულებელი მდივნის პოზიციაზე ნანუკა ჟორჟოლიანს ხედავს, ჟორჟოლიანის თქმით, თანახმაა, პროცესში „დამლაგებლად შევიდეს“, ოღონდ საქმე გააკეთოს.

„დღის წესრიგში დადგა ფაქტი, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე უნდა შევსულიყავი, მაგრამ მე ვამბობ, რომ მთელი რიგი საკითხების მიმართ კომპეტენცია არ მაქვს. მე მინდა, რომ ამ საკითხებზე იმუშაონ ჩემზე კომპეტენტურმა ადამიანებმა, რომლებიც ჩემ წინ უნდა დადგნენ, მივიღო მათი რეკომენდაცია, ისევე, როგორც მიხეილ სააკაშვილი იყოს ამ რეფორმებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღები მთავარი ადამიანი. შემდეგ უკვე, ეს პარტია თუ მიიღებს იმ ფორმას და შინაარსს, რომ ყველასთვის მიმზიდველი და მთავარი იარაღი იქნება „რუსულ ოცნებასთან“ ბრძოლის წინააღმდეგ, ვფიქრობ, ეს იქნება იდეალური სქემა, სადაც თუ გინდათ, დამლაგებლად შევალ, ოღონდ საქმე გავაკეთო“, - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

რაც შეხება საკითხს, თუ სად იქნება ამ პროცესების გათვალისწინებით თინა ბოკუჩავა, როგორც ნანუკა ჟორჟოლიანმა აღნიშნა, არაკორექტული იქნება, ამ საკითხზე თინა ბოკუჩავას ნაცვლად ისაუბროს. გარდა ამისა, ჟორჟოლიანის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ ემიგრაციას უნდა დაუბრუნდეს ხმის უფლება, შესაბამისად „რეფორმატორთა საბჭოში“ ემიგრანტებიც იქნებიან. მისივე თქმით, საბჭოში ასევე იქნებიან ენმ-ს წევრებიც.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართავს, შეიქმნას „რეფორმატორთა საბჭო“, რომლის თავმჯდომარეც თავად სააკაშვილი იქნება, ხოლო ნანუკა ჟორჟოლიანს „რეფორმატორთა საბჭოს“ აღმასრულებელი მდივნის პოზიციაზე განიხილავს. როგორც სააკაშვილი განმარტავს, ეს იქნება საზოგადოებრივი პლატფორმა, სადაც პარტიის წევრების გარდა, კარს ფართოდ გაუხსნიან სხვებსაც.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა