ნატო-ს სამიტის დეკლარაცია - უკრაინას წვლილი შეაქვს ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებაში და მოკავშირეები ერთიანნი არიან მის ურყევ მხარდაჭერაში

ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის რუსეთის მიერ შექმნილი გრძელვადიანი საფრთხის, ასევე ტერორიზმის მუდმივი საფრთხის წინააღმდეგ საბრძოლველად ალიანსის წევრი ქვეყნები ჰააგაში აღებულ თავდაცვის ვალდებულებებს ასრულებენ, - ამის შესახებ ნატო-ს სამიტის დეკლარაციაშია აღნიშნული.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ უკრაინა ხელს უწყობს ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას და მოკავშირეები ერთიანად უჭერენ მხარს უკრაინას.

„უკრაინას წვლილი შეაქვს ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებაში და მოკავშირეები ერთიანნი არიან უკრაინისადმი ურყევ მხარდაჭერაში მისი თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეში,“ - აღნიშნულია დოკუმენტში.

დეკლარაციის თანახმად, ევროპელი მოკავშირეები და კანადა ამჟამად უკრაინისთვის უსაფრთხოების დახმარების დიდ ნაწილს ორმხრივი და მრავალმხრივი საშუალებებით აფინანსებენ.

„მოკავშირეები ხაზს უსვამენ, რომ ეს მხარდაჭერა გრძელვადიან პერსპექტივაში სამართლიანი, პროგნოზირებადი და მდგრადი უნდა იყოს. 2026 წლისთვის მოკავშირეები უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო აღჭურვილობის, დახმარებისა და წვრთნის უზრუნველყოფის პირობას დებენ და ადასტურებენ თავიანთ სუვერენულ ვალდებულებებს, რომ 2027 წელსაც შეინარჩუნებენ სულ მცირე იმავე დონის მხარდაჭერას. ამ მიზნით, მივესალმებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას „უკრაინის მხარდაჭერის სესხის“ მეშვეობით, უკრაინისთვის მრავალწლიანი დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია დეკლარაციაში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა