ნატო-ს სამიტის დეკლარაცია - კოლექტიური თავდაცვის შესახებ მე-5 მუხლის მიმართ ჩვენს ურყევ ერთგულებას ვადასტურებთ

კოლექტიური თავდაცვის შესახებ მე-5 მუხლის მიმართ ჩვენს ურყევ ერთგულებას ვადასტურებთ, - ამის შესახებ ნატო-ს ანკარის სამიტის დეკლარაციაშია ნათქვამი, რომელიც ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებმა ანკარის სამიტზე მიიღეს.

„ერთზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმას ნიშნავს. ჩვენი ერთიანობა, სოლიდარობა და კოლექტიური სიძლიერე ჩვენი ალიანსის ერთი მილიარდი მოქალაქისთვის მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის საფუძვლად რჩება“, - ნათქვამია დეკლარაციაში.

დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ მოკავშირეები ახალი სამხედრო მარაგების შესაძენად 50 მილიარდ დოლარზე მეტს გამოყოფენ და კოლექტიური წარმოების გაფართოების ვალდებულებას იღებენ.

„ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას მოკავშირეებს შორის თავდაცვის სფეროში სავაჭრო ბარიერების აღმოსაფხვრელად. ჩვენ მომავალს ვაშენებთ: უფრო ძლიერ ევროპას უფრო ძლიერ ნატო-ში - მოდერნიზებულ ალიანსს. ევროპელი მოკავშირეები და კანადა, აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობით, ალიანსის თავდაცვაზე მეტ პასუხისმგებლობას იღებენ“, - წერია ანკარის სამიტის დეკლარაციაში.

მოკავშირეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ირანს ბირთვული იარაღი არასდროს უნდა ჰქონდეს.

„მოკავშირეები ირანს მოუწოდებენ ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლებას პატივი სრულად სცეს“, - აღნიშნულია დეკლარაციაში.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა