სავაჭრო პალატაში გერმანული წამყვანი საფინანსო ინსტიტუტის, KfW IPEX-Bank-ის წარმომადგენლებთან, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში KfW IPEX-Bank-ის აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის მიმართულების ხელმძღვანელთან, ეკატერინა გალიცინასთან და ბანკის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა დელეგაციის წევრებს გააცნო პალატის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, მიმდინარე პროექტები და საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატები, რომლებიც ქვეყნის კერძო სექტორის განვითარების, ექსპორტის ხელშეწყობის, ინვესტიციების მოზიდვისა და საერთაშორისო ინტეგრაციის გაძლიერებას ემსახურება.

„შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი და ეკონომიკური შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შუა დერეფნის მნიშვნელობის ზრდასა და საქართველოს სტრატეგიულ როლს ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო და სავაჭრო კავშირების განვითარებაში. მხარეებმა იმსჯელეს რეგიონში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე, სატრანზიტო პოტენციალის ეფექტიან გამოყენებასა და საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.

მხარეებმა ასევე განიხილეს ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებისა და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები. ხაზი გაესვა, რომ აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენასა და საერთაშორისო ბიზნესწრეებში ქვეყნის ცნობადობის გაზრდას. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ აქტიურად ითანამშრომლებენ პოტენციური პარტნიორების მოძიებისა და ერთობლივი ინიციატივების განვითარების მიმართულებით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე