შალვა პაპუაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - დაუშვებელია საქართველოში მოქმედებდეს ანტიკონსტიტუციური, ქვეყნის ღალატზე დაფუძნებული ადამიანების დაჯგუფება, რომელიც თავის თავს პოლიტიკურ პარტიას უწოდებს

დაუშვებელია საქართველოში მოქმედებდეს ანტიკონსტიტუციური, ქვეყნის ღალატზე დაფუძნებული ადამიანების დაჯგუფება, რომელიც თავის თავს პოლიტიკურ პარტიას უწოდებს, - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა, რომ შეიქმნას „რეფორმატორთა საბჭო“, რომლის თავმჯდომარეც თავად სააკაშვილი იქნება, ხოლო ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი „რეფორმატორთა საბჭოს“ აღმასრულებელი მდივანი.

შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები ცირკს შეადარა და განაცხადა, რომ ისინი ამ ცირკს „თავადვე მოუღებენ ბოლოს“.

„არ მგონია, საქართველო საჭიროებდეს უკრაინის მოქალაქის მხრიდან პოლიტიკურ ლანდშაფტში წესების დადგენას და პოლიტიკური ლანდშაფტის გადანაწილებას, ეს ცალკე პრობლემა არის და საერთო ჯამში, სრული პროფანაცია, რასაც ჰქვია სამშობლო და მოქალაქეობა. ადამიანი, რომელმაც ქართული პასპორტი სხვა ქვეყნის პასპორტზე გაცვალა, დღეს კიდევ საუბრობს საქართველოში პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობაზე. შეგახსენებთ, ეს ის ადამიანია, რომელსაც ქართული ენა დაავიწყდა და უკრაინულად მელაპარაკეთო, სასამართლოში თარჯიმანს ითხოვდა. ამგვარ ცირკთან გვაქვს ჩვენ საქმე. როგორც ვატყობ, ამ ცირკს თავადვე მოუღებენ ბოლოს. თავად თუ არ მოუღებენ, დარწმუნებული ვარ, ჩვენი სარჩელი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი გვაქვს, არის სრულად დასაბუთებული. ამიტომ, ეს ანტიკონსტიტუციური, ანტიქართული, ანტიეროვნული გაერთიანება უნდა დასრულდეს, სწორედ ეს არის მთავარი. დაუშვებელია საქართველოში მოქმედებდეს ანტიკონსტიტუციური, ქვეყნის ღალატზე დაფუძნებული ადამიანების დაჯგუფება, რომელიც თავის თავს პოლიტიკურ პარტიას უწოდებს და რომელმაც ერთადერთი რამ გააკეთა ამ ქვეყანაში - შექმნა დიქტატურა და ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი პირდაპირ ოკუპანტ ქვეყანას გადააბარა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ინიციატივით გამოდის, შეიქმნას „რეფორმატორთა საბჭო“, რომლის თავმჯდომარეც თავად სააკაშვილი იქნება, ხოლო ნანუკა ჟორჟოლიანს „რეფორმატორთა საბჭოს“ აღმასრულებელი მდივნის პოზიციაზე განიხილავს.

ამასთან, როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში განმარტავს, ეს იქნება საზოგადოებრივი პლატფორმა, სადაც პარტიის წევრების გარდა, კარს ფართოდ გაუხსნიან სხვებსაც.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე