„მოიწვიე ფინედუ კლასში“ -  „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით გამართულ ფინანსური განათლების გაკვეთილებს 1000-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო

ფინანსური განათლების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში ყოველწლიურად გლობალური ფულის კვირეული აღინიშნება. ინიციატივის მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“.

პროექტის ფარგლებში, „საქართველოს ბანკის“ თანამშრომლები 150-ზე მეტ სკოლას ესტუმრნენ, სადაც V–XII კლასის მოსწავლეებისთვის ფინანსური განათლების თემებზე ინტერაქციული და პრაქტიკული გაკვეთილები ჩაატარეს. შეხვედრებს 1000-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო.

შეგახსენებთ, რომ ინიციატივა მიზნად ისახავს, დაეხმაროს ახალგაზრდებს ფინანსური საკითხების უკეთ გააზრებაში, სწორი ფინანსური ჩვევების ჩამოყალიბებასა და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში.

ინფორმაციისთვის, ინიციატივა წარმოადგენს ფულის გლობალური კვირეულის ნაწილს, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ინიცირებული პროგრამის „მოიწვიე ფინედუ კლასში“ ფარგლებში ხორციელდება.

(R)

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა