ირაკლი კუპრაძე - ხელისუფლება „ხელოვნური კუნძულის“ პროექტისთვის ქობულეთის მთებს ანადგურებს

ხელისუფლება „ხელოვნური კუნძულის“ პროექტისთვის ქობულეთის მთებს ანადგურებს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომელიც ქობულეთში იმყოფება, სადაც „ხელოვნური კუნძულის“ მშენებლობისთვის ინერტული მასალის მოპოვება მიმდინარეობს.

მისივე განცხადებით, მას შემდეგ, რაც მდინარეების ჭოროხისა და კინტრიშის კალაპოტებიდან ინერტული მასალის ამოღება დასრულდა, ხელისუფლებამ რესურსის მოპოვება ქობულეთის მთის მასივების დაშლის ხარჯზე გადაწყვიტა.

როგორც კუპრაძემ აღნიშნა, ტერიტორიაზე უკვე მიმდინარეობს აფეთქებითი სამუშაოები, რაც ადგილობრივების თქმით, გარემოსა და მათ საცხოვრებელ გარემოზე მძიმე გავლენას მოახდენს.

ირაკლი კუპრაძის შეფასებით, ხელისუფლება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მსხვილი ბიზნესის ინტერესებს მოსახლეობისა და ბუნებრივი გარემოს დაცვაზე მაღლა აყენებს.

მისი თქმით, 2025 წლის 6 მაისს ხელმოწერილი სპეციალური განკარგულებით კომპანიას მიეცა უფლება, ლიცენზიის გარეშე მოიპოვოს 1,5 მილიონი კუბური მეტრი ინერტული მასალა 20 ჰექტარ ტერიტორიაზე, რაშიც სახელმწიფო ბიუჯეტში მხოლოდ 365 ათასი ლარია გადახდილი.

„როდესაც მილიონობით კუბური მეტრი ბუნებრივი რესურსი ფაქტობრივად სიმბოლურ ფასად გადაეცემა კომპანიას, ხოლო სანაცვლოდ ნადგურდება მთები, ზარალდება გარემო და იზრდება მოსახლეობის საფრთხეები, ეს აღარ არის მხოლოდ ეკონომიკური გადაწყვეტილება. ეს არის სახელმწიფო ინტერესების უგულებელყოფა. საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, ვის ინტერესებს ემსახურება ეს პროექტი და რატომ ხდება ბუნებრივი რესურსების ასეთი პირობებით გასხვისება“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე