ბესიკ დონაძე - მაინტერესებს, კახა კალაძე ვის ეუბნებოდა ქალაქში პრობლემები გვაქვსო - ვის მიმართავს, რომ ნარჩენები და ხის ტოტებია სანიაღვრე სისტემაში? მათი ვალდებულებაა, რომ ეს ყველაფერი გაწმინდონ

მაინტერესებს, კახა კალაძე ვის ეუბნებოდა ქალაქში პრობლემები გვაქვსო. ქალაქში რომ პრობლემებია ეს ხილულია და ჩვენც ვხედავთ ამას, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა, ბესიკ დონაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე” განაცხადა.

მისი თქმით, წლების განმავლობაში სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციისთვის მნიშვნელოვანი თანხები დაიხარჯა, შეძენილია სპეციალური ტექნიკა და არსებობს შესაბამისი სამსახურებიც, თუმცა, მისი შეფასებით, პრობლემა არის ის, რომ თბილისის მერი ცუდი მენეჯერია.

„დღეს ვუსმინე კალაძის განცხადებებს მთავრობის სხდომაზე. მაინტერესებს, ვის ეუბნებოდა ქალაქში პრობლემები გვაქვსო. ქალაქში რომ პრობლემებია ეს ხილულია და ჩვენც ვხედავთ ამას. კალაძეს მივეცით ფული იმისათვის, რომ პრობლემები აღმოფხვრას. ის, რომ პრობლემურ ადგილზე მერიის თანამშრომლები მივიდნენ, სატრაბახო კი არ არის. მათი ვალდებულებაა, სადაც პრობლემა იქნება, იქ იყოს მერიის თანამშრომელი.

წლების განმავლობაში სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციისთვის ფული იხარჯება. შესაბამისი ტექნიკური სამსახურიც არსებობს, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს, ასევე აქვთ უახლესი ტექნიკა. ტექნიკა არსებობს, ადამიანებიც არიან, ფული არის, ოღონდ ამ ყველაფერს თავი ვერ მოაბა კალაძემ. არ არის კარგი მენეჯერი, ცუდი მენეჯერია“,- განაცხადა დონაძემ.

მისივე შეფასებით, ქალაქში არსებული პრობლემები ცალკეული თანამშრომლების პასუხისმგებლობა არ არის და სისტემურ ხარვეზებზე მიუთითებს.

„ვის მიმართავს, რომ ნარჩენები და ხის ტოტებია სანიაღვრე სისტემაში? მათი ვალდებულებაა, რომ ეს ყველაფერი გაწმინდონ. ამისთვის იყიდეს სპეციალური აპარატურა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს მესამე პირს ელაპარაკებოდა. თითქოს ვიღაცის გასაკეთებელია ეს ყველაფერი და კალაძემ ამაზე კომენტარები აკეთოს. კი, კალაძე უნდა ადგეს და გაწმინდოს სანიაღვრე სისტემა, მისი ვალდებულებაა. არაფერი სამადლობელო არ გვჭირს ქალაქს კალაძის, რადგან ჩვენს ფულს ხარჯავს. ის, რომ ქალაქში ამდენი პრობლემაა, რომელიმე თანამშრომლის პრობლემა კი არ არის, ეს არის სისტემის ბრალი“,- განაცხადა დონაძემ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა