გარემოს ეროვნული სააგენტო - საქართველოში საშუალო ტემპერატურა ზაფხულის განმავლობაში მცირედით მაღალი იქნება - ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის მომატება - დაბლობსა და ბარში 39-40 გრადუსამდე, მთაში 37-40 გრადუსამდე

საქართველოში საშუალო ტემპერატურა ზაფხულის განმავლობაში მცირედით მაღალი იქნება, ხოლო ნალექები ნორმაზე ნაკლები და ნორმის ფარგლებში, - ამის შესახებ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს კლიმატის სამმართველოს განყოფილების უფროსმა, ხათუნა ქოქოსაძემ ზაფხულის პროგნოზის შესახებ საუბრისას განაცხადა.

„ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის მომატება - დაბლობსა და ბარში 39-40 გრადუსამდე. მთიან ზონაში 37-40 გრადუსამდე, ხოლო მაღალმთიან ზონაში 33-37 გრადუსამდე.

ზაფხულის პერიოდის განმავლობაში შესაძლებელია ზაფხულისთვის დამახასიათებელი მოვლენები, როგორიც არის გვალვა, თბური ტალღები და ასევე შესაძლებელია ძლიერი ნალექი“,- განაცხადა ხათუნა ქოქოსაძემ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა