ელენე ხოშტარია - უკვე დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა - რა წამს ექიმები დამრთავენ ნებას, რა თქმა უნდა, დავბრუნდები ჩემს „მშობლიურ“ რუსთავის ციხეში

უკვე დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა და კლინიკაში გადმოსვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პატიმრობაში მყოფი „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია წერს.

ელენე ხოშტარიას თქმით, მიმდინარეობს ინტენსიური და მაღალკვალიფიციური კვლევები, რომელთა შედეგადაც საბოლოოდ განისაზღვრება მკურნალობა.

„მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ჩემი მხარდაჭერისთვის და მოგაწოდოთ ჩემს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

უკვე დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა და კლინიკაში გადმოსვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს;

მიმდინარეობს ინტენსიური და მაღალკვალიფიციური კვლევები, რომელთა შედეგადაც საბოლოოდ განისაზღვრება მკურნალობა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თანამშრომლობა როგორც პენიტენციურ სამსახურთან, ასევე „ვივამედთან“ არის კონსტრუქციული. ამ ეტაპზე მაქვს ყველანაირი ხელშეწყობა;

რა წამს ექიმები დამრთავენ ნებას, რა თქმა უნდა, დავბრუნდები ჩემს „მშობლიურ“ რუსთავის ციხეში. და გარეთ გამოვალ ყველა სხვა პოლიტპატიმართან ერთად.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მფარველ ექიმებს: მაკა იოსელიანს და ანი ქავთარაძეს. აგრეთვე, თოდუას კლინიკას თბილი და კვალიფიციური მიღებისთვის”, - აცხადებს ელენე ხოშტარია.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა