ბერდია სიჭინავა - ფაქტი ერთია, გიორგი გახარიას რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუცია - ვითხოვთ რადიოსადგურის ჩანაწერების გასაჯაროებას, სადაც ყველა დეტალს შეიძლება მოეფინოს ნათელი, ასევე, მოხსნან „გრიფი“ მასალებს

ფაქტი ერთია, გიორგი გახარიას რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუცია - ვითხოვთ რადიოსადგურის ჩანაწერების გასაჯაროებას, სადაც ყველა დეტალს შეიძლება მოეფინოს ნათელი. მოხსნან „გრიფი“ მასალებს და გაასაჯაროონ, საზოგადოებამ დაინახოს, რეალურად რა არის მასალებში, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას ადვოკატმა და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ბერდია სიჭინავას თქმით, ადამიანებს დაზიანებები მიყენებული აქვთ რეზინის ტყვიებით, ხოლო გიორგი გახარიას რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანების გაცემას პროკურატურაც კი ვერ ედავება, „შესაბამისად ვერ იარსებებს კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის“.

„ჩვენ კითხვის ნიშნის ქვეშ არ ვაყენებთ დაზიანების მიყენების ფაქტს. მეორე, ამ ადამიანებს დაზიანება მიყენებული აქვთ რეზინის ტყვიების გამოყენების შედეგად, მესამე თქვენ იცით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება, სადაც წერია, რომ გიორგი გახარიას და მის მოადგილეებს კინეტიკური ზემოქმედების რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ბრძანება არ გაუციათ. იმისთვის, რომ დადგინდეს, შეერაცხება თუ არა კონკრეტული ქმედება ბრალად ამა თუ იმ ადამიანს, უნდა დაგდინდეს მიზეზშედეგობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მაშინ, როდესაც თავად პროკურატურაც ვერ ედავება დადგენილებით რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ბრძანების გაცემას, ვერ იარსებებს პირდაპირი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

ფაქტია, დანაშაულის შედეგად მოხდა ადამიანების ნაწილის დაზიანება. ნაწილი პრესის ამომცნობი ნიშნით არ იყო და შესაძლოა, სამართალდამცავს აღექვა შტურმში მონაწილე ადამიანი იმიტომ, რომ გატაცებული პოლიციის ფარით იყო წარმოდგენილი. რა ვითარებაში აიღო ეს ფარი, ამას არსებითი მნიშვნელობა ამ წუთის მდგომარეობით არ აქვს, მაგრამ ფაქტი ერთია, ამ ადამიანებს რა დაზიანებებიც აქვთ მიღებული ამასთან მიმართებაში გიორგი გახარიას არ შეიძლება შეერაცხოს რაიმე ტიპის ბრალი იმიტომ, რომ მას არ გაუცია რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ბერდია სიჭინავას განცხადებით, პროცესზე დააყენეს შუამდგომლობა, რომ საქმეს მტკიცებულებად დაერთოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული ანგარიში, „რადგან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, პირდაპირ თქვა, რომ 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოს ხელისუფლება გიორგი გახარიას წინააღმდეგ დევნისთვის იყენებს“.

მისივე თქმით, ამ შუამდგომლობასთან დაკავშირებით დღეს სასამართლომ ვერ მიიღო გადაწყვეტილება, რადგან „როგორც ჩანს, ავთენტურობასთან დაკავშირებით აქვს კითხვის ნიშნები, ნამდვილად მიიღო თუ არა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, ეს გადაწყვეტილება“.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა