ირანის პარლამენტის სპიკერი აშშ-ს - თუ დაგვარტყამთ, დარტყმას მიიღებთ - უაზროდ ნუ ფართხალებთ, თორემ კიდევ უფრო ღრმად ჩაიძირებით

ამერიკამ ჯერ კიდევ ვერ ისწავლა, რომ დაშინება და დაპირებების დარღვევა შედეგების გარეშე არ ხდება, თუ დაგვარტყამთ, დარტყმას მიიღებთ, - ამის შესახებ ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფმა, X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა.

„უაზროდ ნუ იხრჩობით, თორემ კიდევ უფრო ღრმად ჩაიძირებით: ჰორმუზის სრუტე მხოლოდ „ირანული შეთანხმებებით“ გაიხსნება და არა ამერიკული მუქარით“, - თქვა მან.

მისი თქმით, ჰორმუზის სრუტე მხოლოდ ირანის პირობებით გაიხსნება.

„უაზროდ ნუ ფართხალებთ, თორემ კიდევ უფრო ღრმად ჩაიძირებით. ჰორმუზის სრუტე მხოლოდ „ირანის პირობებით“ გაიხსნება და არა ამერიკის მუქარით,“ - განაცხადა ღალიბაფმა.

შეგახსენებთ, აშშ-მა ირანის წინააღმდეგ დარტყმები განაახლა.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე