ბაჰრეინსა და ქუვეითში აფეთქებებისა და სირენების ხმები ისმოდა

ბაჰრეინსა და ქუვეითში თავდასხმის საფრთხის მაუწყებელი სირენების და აფეთქებების ხმები ისმოდა, - ინფორმაციას მედია საშუალებები ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

ქუვეითის არმიამ განაცხადა, რომ მისი საჰაერო თავდაცვა ამჟამად „მტრული რაკეტებისა და დრონების საფრთხეებზე“ რეაგირებს.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეებს მოუწოდა, „შეინარჩუნონ სიმშვიდე და უახლოეს უსაფრთხო ადგილას გაემართონ“.

შეგახსენებთ, აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ღამით ახალი დარტყმები განახორციელა, რის შემდეგაც ირანელი ოფიციალური პირები საპასუხო ზომებით დაიმუქრნენ.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე