დიდ დიღომში გაზსადენის დაზიანების გამო, გაზის მიწოდება 4700 აბონენტს ავარიულად შეუწყდა

დიდ დიღომში გაზსადენის დაზიანების გამო გაზის მიწოდება 4700 აბონენტს ავარიულად შეუწყდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 9 ივლისის 10:00 სთ-დან და დასრულდება იმავე დღეს 18:00 სთ-მდე.

„დიდ დიღომში გაზსადენის დაზიანების გამო, 23:15 სთ-დან გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა: პეტრე იბერის ქ. 4ა-1, 4ა-2, 4ა-3, 4ა-4, 4ა-5, 4ბ, 6, 6ე, 6-14, 10, 12, 14, 16, 16-1, 16ა, 16ბ, 16ვ, 44, პეტრე იბერის შეს. 7, შეს. 17, პეტრე იბერის I შეს. 3, I შეს. 5, I შეს. 7, I შეს. 11, გიორგი ბრწყინვალის ქ. 42, 44, 46, 48, ტელევიზორების ქარხანა ,,ეკრანი”-ს მიმდებარედ და დიდი დიღმის I და III მ/რ-ს შორის, ნაკვ. 1/63-ში მდებარე შპს ,,ივერია +”-ის, ვეფხისტყაოსნის ქ. 41, 43, 86, 88, 90, ასევე მირიან მეფის 25, 27ა, 29, 31, 33, 33ა, 35, 37, 37ა, 37ბ (37დ), 37გ, 39, 39ბ, 39გ, 39დ, 78, 80, 80ა დიდი დიღმის II მ/რ – ზემოთ მიმავალი გზის მიმდებარედ არსებული საცხოვრებელი კორპუსებისა და კერძო სექტორის მოსახლეობას.

გთხოვთ ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში.

თუ იგრძენით გაზის სუნი დარეკეთ მითითებულ ნომრებზე:

ცხელი ხაზი: +995 32 2404004;

სწრაფი რეაგირების სამსახური 114“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე