Axios - დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტის გამო ბრძოლისთვის ემზადება

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტის გამო ბრძოლისთვის ემზადება, - ინფორმაციას გამოცემა Axios-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ემზადება იმ სცენარისთვის, რომ ირანთან ჰორმუზის სრუტის გამო ახალი დაპირისპირება რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის ხანგრძლივობა და ინტენსივობა მთლიანად ირანის შემდგომ ნაბიჯებზეა დამოკიდებული.

ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა გამოცემასთან საუბარში აღნიშნა, რომ მიმდინარე ესკალაცია შესაძლოა ერთი ან ორი დღე, ან რამდენიმე კვირა ან თვე გაგრძელდეს და ეს დამოკიდებულია იმაზე, გააგრძელებს თუ არა ირანი ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებზე თავდასხმებს.

„ჩვენ მათ ოდნავ წამოვარტყამთ, რათა მიხვდნენ, რომ არ ვხუმრობთ“, - განაცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.

გამოცემა წერს, რომ აშშ-სა და ირანს შორის დიპლომატიური მოლაპარაკებები ამჟამად ჩიხშია შესული და სამხედრო ზეწოლა კვლავ დონალდ ტრამპის სტრატეგიის ცენტრალური ნაწილი გახდა.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე