სახალხო დამცველმა ბრიუსელში ევროპულ ინსტიტუტებთან შეხვედრები გამართა

2026 წლის 6-7 ივლისს ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა შეხვედრები გამართა ევროპული კომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს გენერალური დირექტორატის (DG ENEST), ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS), მათ შორის სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ოფისის წარმომადგენლებთან. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრების ფარგლებში სახალხო დამცველმა ევროპელ პარტნიორებს გააცნო ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება და სახალხო დამცველის აპარატის შეფასებები.

„შეხვედრაზე განიხილეს სახალხო დამცველის თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის პროცესში მათი მხარდაჭერის მნიშვნელობა.

სახალხო დამცველმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აპარატის მზადყოფნა, გააგრძელოს დამოუკიდებელი, ობიექტური და ეფექტიანი საქმიანობა ადამიანის უფლებების დაცვისა და საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობის მიმართულებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე