დონალდ ტრამპი - ევროპიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანა გრენლანდიასა და ირანზე იქნება დამოკიდებული

ევროპიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანა გრენლანდიასა და ირანზე იქნება დამოკიდებული, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტებს განუცხადა.

დონალდ ტრამპის თქმით, ევროპიდან ამერიკული ჯარების გაყვანის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

„ბევრი რამ იქნება დამოკიდებული გრენლანდიაზე. შესაძლოა, ეს გავაკეთო კიდეც. ასევე, ბევრი რამ ირანზეა დამოკიდებული“, - განაცხადა ტრამპმა.

ასევე, ტრამპმა აღნიშნა, რომ ახლა ევროპელ მოკავშირეებს ირანთან დაკავშირებით დახმარება სურთ, თუმცა უკვე გვიანია.

„როცა მათ დახმარების შანსი და შესაძლებლობა ჰქონდათ, მაშინ გადაწყვიტეს, რომ ეს არ გაეკეთებინათ. ახლა მათ დახმარება სურთ, მაგრამ ჩვენ ისინი არ გვჭირდება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე