„ქართული ოცნება“ - ინვესტიციების მოზიდვით საქართველოს მთავრობა მსოფლიოში მე-12 ადგილზეა

ინვესტიციების მოზიდვით საქართველოს მთავრობა მსოფლიოში მე-12 ადგილზეა,- ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, გლობალური რეიტინგის თანახმად, საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის ყველა ქვეყანას, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 28 სახელმწიფოს.

„ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიშის ფარგლებში, ინვესტიციების მოზიდვის გლობალურ რეიტინგს აქვეყნებს.

საქართველოს მთავრობამ მაღალი შეფასება მიღო და ინვესტიციების მოზიდვით მსოფლიოში მე-12 ადგილზე გავიდა. საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის ყველა ქვეყანას, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 28 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, კანადა, იაპონია, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, შვეიცარია, ესპანეთი, პორტუგალია, ბელგია, ლუქსემბურგი, ისლანდია, ნორვეგია, ფინეთი, ავსტრია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ხორვატია, საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, კვიპროსი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, თურქეთი.

ინვესტიციების მოზიდვის ინდექსი ეფუძნება ორ გლობალურ ანგარიშგებას - საერთაშორისო სავალუტო ფონდის და ამერიკული ორგანიზაცია „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ თემატური კვლევებს.

კერძოდ, სავალუტო ფონდის ანგარიშის ნაწილში, კვლევა ეხება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წმინდა შემოდინებებს 5 წლიანი გაანგარიშებით. რაც შეეხება ორგანიზაცია ჰერითიჯ ფაუნდეიშენის ანგარიშს, ის ინვესტიციების თავისუფლების კვლევას უკავშირდება და აფასებს სხვადასხვა მარეგულირებელ შეზღუდვისგან ქვეყნების თავისუფლებას, რომლებიც, როგორც წესი, ინვესტიციებზეა დაწესებული.

ეს შეზღუდვებია: უცხოური ინვესტიციების ეროვნული მოპყრობა; უცხოური ინვესტიციების კოდექსი; მიწის საკუთრების შეზღუდვები; სექტორული ინვესტიციების შეზღუდვები; ინვესტიციების ექსპროპრიაცია სამართლიანი კომპენსაციის გარეშე; ვალუტის კონტროლი; კაპიტალის კონტროლი; ინვესტიციების მოზიდვის ინდიკატორით საქართველოს წარმატება კარგად შეესატყვისება სხვა გლობალური ანგარიშგებებსაც.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საერთაშორისო სავლუტო ფონდის მსოფლიოს ეკონომიკური მიმოხილვის უახლესი პროგნოზები.

სავალუტო ფონდის შეფასებით 2026 წელს საქართველოში მთლიანი კაპიტალის ფორმირება ეკონომიკის 23,5%-ს გაუტოლდება, რაც აბსოლუტურ გამოხატულებაში პირველად გადააჭარბებს 10 მილიარდ დოლარს. მთლიანი უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციების მოცულობა 2026 წელს ახალ ისტორიულ მაქსიმუმს 10 მილიარდ 23 მილიონ ამერიკულ დოლარს მიაღწევს. 2028 წლისთვის მთლიანი ინვესტიციების მაჩვენებელი 12 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება, 2031 წელს კი 16 მილიარდი დოლარი გახდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე