„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

10 ივლისს დილის 11:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე, სამგორში მცხოვრებ აბონენტებს წყლის მიწოდება შეეზღუდებათ. აღნიშნულ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, წყლის მიწოდების შეზღუდვა წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს უკავშირდება.

„10 ივლისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, სამგორის სათავე ნაგებობაზე, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს, 10 ივლისის დილის 11:00 საათზე დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 10 ივლისს დილის 11:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში - კახეთის გზატკეცილის N73, 75, 83 ,87, 89, ხვედელიანის, იგოთის, გრიგორაშვილის, ბარდაველიძის, დავითაშვილის, შანშიაშვილის, თვალჭრელიძის, იუმაშევის, რუსთაველის, ფრანგულიანის, დავითაშვილის, ხვედელიანის, ზედგენიძის, შამანაურის და სესილია თაყაიშვილის ქუჩებს; ვარკეთილი 3-ის N32-40, N31-41 და მე-4 მიკრორაიონს. აეროპორტის, ქვემო ალექსეევკას, ვარკეთილის მეურნეობის, ორხევის და თეთრიხევის დასახლებებს, ლილოს დასახლების 2 მიკრორაიონის N10,11,12, სოფელ პატარა ლილოს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის საშუალებით http://www.gwp.ge“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე