Reuters - ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3800-ს აჭარბებს

ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3800-ს აჭარბებს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ვენესუელის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის, ხორხე როდრიგესის ცნობით, 24 ივნისს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3811-ს აღწევს, ხოლო დაშავებულთა რიცხვი 16740-ს.

ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, დელსი როდრიგესმა საერთაშორისო საზოგადოებას სანქციების მოხსნისკენ და გაყინული აქტივების განბლოკვისკენ მოუწოდა.

„ვენესუელას მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქვს დაბლოკილი რესურსები, რომელთაც შეუძლიათ რეკონსტრუქციის ამ პროცესს ხელი შეუწყონ“, - განაცხადა დელსი როდრიგესმა.

შეგახსენებთ, ვენესუელაში ზედიზედ ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. პირველი, 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა კარაკასის დასავლეთით დაფიქსირდა, ხოლო მას სულ რაღაც 39 წამის შემდეგ უფრო ძლიერი მიწისძვრა მოჰყვა, რომლის სიმძლავრემ 7.5 მაგნიტუდა შეადგინა.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე