ელენე ხოშტარია - გვახსოვდეს, რომ თინა ბოკუჩავამ ყველაზე რთულ პერიოდში ითავა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა, მისი ეს გამბედაობა დასაფასებელია

გვახსოვდეს, რომ თინა ბოკუჩავამ ყველაზე რთულ პერიოდში ითავა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა. მისი ეს გამბედაობა დასაფასებელია. „ნაციონალურ მოძრაობას“ კი წარმატებას ვუსურვებ ნებისმიერ იმგვარ ფორმაციაში, რომელიც საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას შეუწყობს ხელს,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში პატიმრობაში მყოფი „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია წერს.

როგორც ხოშტარია აღნიშნავს, გამორჩეულად მნიშვნელოვანი იყო თინა ბოკუჩავას მუშაობა საგარეო ასპარეზზე.

„მინდა მადლობა გადავუხადო თინა ბოკუჩავას - ჩვენი ქვეყნისთვის ასეთ რთულ პერიოდში, გამორჩეული თანამშრომლობისთვის. ბუნებრივია, ამ ვითარებაში, საერთო ფრონტის არსებობა ჩვენი ვალდებულებაა, თუმცა, ხაზი მინდა, გავუსვა, რომ თინასთან თანამშრომლობა ჩემთვის ძალიან საინტერესო, კონსტრუქციული და განსხვავებების მიუხედავად, ყოველთვის შედეგზე ორიენტირებული იყო.

გამორჩეულად მნიშვნელოვანი იყო მისი მუშაობა საგარეო ასპარეზზე, როგორც ჩემთვის, ისე ჩვენი არაერთი პარტნიორისთვის. თინას არასდროს დაურღვევია ბალანსი პირად, პარტიულ თუ ქვეყნის ინტერესებს შორის. მისთვის ყოველთვის პირველ ადგილზე იყო ქვეყნის ინტერესი, თუმცა, ყოველთვის რჩებოდა პარტიული ინტერესის ერთგულიც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკოსისთვის.

გვახსოვდეს, რომ თინა ბოკუჩავამ ყველაზე რთულ პერიოდში ითავა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა. მისი ეს გამბედაობა დასაფასებელია. „ნაციონალურ მოძრაობას“ კი წარმატებას ვუსურვებ ნებისმიერ იმგვარ ფორმაციაში, რომელიც საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას შეუწყობს ხელს“,- წერს ხოშტარია.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე