„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება

„საქართველოს ბანკი“, ქალ მეწარმეთა გაძლიერებისა და მცირე ბიზნესის განვითარების მხარდაჭერის მიზნით, იქომერს ასოციაციასთან და სვისკონტაქტთან პარტნიორობით, 15-16 ივლისს, ბათუმში, მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ორდღიან პრაქტიკულ ტრენინგს გამართავს.

ტრენინგი აერთიანებს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს. ორი დღის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან ონლაინ გაყიდვების ძირითად პრინციპებს, პროდუქტის ონლაინ წარდგენისა და მომხმარებელთან კომუნიკაციის მეთოდებს, ასევე, იმუშავებენ საკუთარი ბიზნესის განვითარებაზე.

პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს ბანკის Ads Manager-ს. მონაწილეები ისწავლიან შეთავაზების შექმნას, სამიზნე აუდიტორიის შერჩევასა და სარეკლამო ბიუჯეტის ეფექტიანად დაგეგმვას. ტრენინგი ასევე მოიცავს Facebook-სა და Instagram-იზე რეკლამის შექმნის პრაქტიკულ სესიებს, ასევე, საგადასახადო და საბუღალტრო საკითხებს.

საქართველოს ბანკი აქტიურად განაგრძობს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას და მეწარმეებისთვის ისეთი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას, რომლებიც მათ ციფრული არხების ეფექტიან გამოყენებასა და ბიზნესის ზრდაში დაეხმარება.

ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად გაიარეთ რეგისტრაცია საქართველოს ბანკის ვებგვერდზე.

(R)

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე