Human Rights Watch – საქართველოს ხელისუფლება რეპრესიულ კანონებს და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს სამოქალაქო საზოგადოების განადგურებისთვის იყენებს - საერთაშორისო პარტნიორებმა რეაგირება უნდა მოახდინონ, მათ შორის სანქციებით

საქართველოს ხელისუფლება რეპრესიულ კანონებს, დაფინანსების შეზღუდვებსა და პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლისსამართლებრივ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების განადგურებისთვის იყენებს, - ამის შესახებ Human Rights Watch-ის ანგარიშშია ნათქვამი.

ორგანიზაცია Human Rights Watch-ი აცხადებს, რომ საქართველოში „ახალი კანონები პრაქტიკულად ყველა უცხოურ დაფინანსებას მთავრობის მკაცრი კონტროლის ქვეშ აქცევს, სტიგმატიზებულ „უცხოელი აგენტის“ იარლიყებს აწესებს, ასევე, აქტივისტებსა და დამოუკიდებელ ჯგუფებს მძიმე ჯარიმებითა და თავისუფლების აღკვეთით ემუქრება“.

ორგანიზაციის განცხადებით, „მთავრობამ უნდა გააუქმოს ეს გაუმართლებელი სამართლებრივი ზომები“.

„მთავრობამ დამოუკიდებელ ჯგუფებს საშუალება უნდა მისცეს, რომ გაუმართლებელი ჩარევისგან დამოუკიდებლად იმოქმედონ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა რეაგირება უნდა მოახდინონ რეპრესიების გამო საფასურის გაზრდით, მათ შორის სანქციების მეშვეობით და დამოუკიდებელი ჯგუფების მხარდაჭერა უნდა გააძლიერონ“, - ნათქვამია ანგარიშში.

Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორი, ჰიუ უილიამსონი აცხადებს, რომ „საქართველოს მთავრობის მიზანი იყო კრიტიკული ხმების ჩახშობა და ქვეყნის აქტიური დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების განადგურება“.

„ის შემაშფოთებელ პროგრესს აღწევს. მთავრობა ქმნის სისტემას, რომელშიც დამოუკიდებელ ჯგუფებს არ შეუძლიათ უსაფრთხოდ ფუნქციონირება, დაფინანსების შენარჩუნება და იმ თემების მხარდაჭერა, რომლებსაც ისინი ესაჭიროება და მათზე დამოკიდებული არიან“, - აღნიშნავს ჰიუ უილიამსონი.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა