ლაშა ძებისაშვილი - აშკარაა „ქართული ოცნების“ სურვილი, რომ მოირგოს აზერბაიჯანის მოდელი, მეორე მხრივ ბოლომდე ვერ ემშვიდობება დემოკრატიობანას თამაშს

აშკარაა „ქართული ოცნების“ სურვილი, რომ მოირგოს აზერბაიჯანის მოდელი, მეორე მხრივ ბოლომდე ვერ ემშვიდობება დემოკრატიობანას თამაშს, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლაშა ძებისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

ლაშა ძებისაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ დარწმუნებულია, რომ ნებისმიერ სასანქციო ზომასა თუ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ევროპასა და ამერიკაში, საბოლოო ჯამში არანაირი ეფექტი არ ექნება საქართველოს პოლიტიკურ ლანდშაფტში, რაც მას თავისუფლად მოქმედების საშუალებას აძლევს.

„ქართული ოცნება“ ცდილობს მოირგოს აზერბაიჯანის მოდელი. „ოცნება“ მიანიშნებს, რომ თუ თქვენ მზად ხართ ისეთ ავტორიტარულ რეჟიმებთან, როგორიცაა ცენტრალური აზიის ქვეყნები ან აზერბაიჯანი, ითანამშრომლოთ და თვალი დახუჭოთ პოლიტიკურ გადაცდომებზე, ჩვენთან, სადაც ჯერ კიდევ სანახევროდ დემოკრატიულები ვართ, რა პრობლემა გაქვთ? უბრალოდ, „ქართულ ოცნებას“ ის ლოგიკა ვერ გაუგია, რომ თუ პრეტენზია გაქვს დემოკრატიულობაზე, ბუნებრივია შენთან გაცილებით უფრო მაღალი მოთხოვნები იქნება, ვიდრე არადემოკრატიულ სახელმწიფოებთან. აშკარაა „ქართული ოცნების“ სურვილი, რომ შეიქმნას აზერბაიჯანის მოდელი, მეორე მხრივ ბოლომდე ვერ ემშვიდობება დემოკრატიობანას თამაშს და ვერ გადავდივართ მართლა ტოტალიტარულ მმართველობაზე. ეს ქმნის გამოუვალ მდგომარეობას „ქართული ოცნებისთვის“. ხდება დეკლარირება, რომ ჩვენ ევროპისკენ მივდივართ, დავრჩებით დემოკრატიული მოდელი, მაგრამ რეალობაში რაც ხდება, ეს არის ავტორიტარული რეჟიმის მშენებლობა.

„ქართულ ოცნებას“ ასეთი საუბრის საფუძველს აძლევს საქართველოს შიგნით არსებული მდგომარეობა და ოპოზიციური ფრონტის აბსოლუტური სისუსტე. „ქართულ ოცნებას“ თავისი სტრატეგია გააჩნია და მთელი რიგი მიზნობრიობაა ამ ქმედებების, მაგრამ მეორე მხრივ, „ქართული ოცნება“ თუ დარწმუნებული იქნება, რომ ნებისმიერ სასანქციო ზომას, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ევროპასა თუ ამერიკაში, საბოლოო ჯამში არანაირი ეფექტი არ ექნება აქ, პოლიტიკურ ლანდშაფტში, რაც არ უნდა სანქცია იქნას გამოყენებული „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, თუ ის დარწმუნებულია, რომ ამ სანქციას მოკლე თუ საშუალო ვადიან პერსპექტივაში პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ველზე არანაირი ეფექტი არ მოჰყვება, რაც არ უნდა დაასანქციროთ „ქართული ოცნება“, ეს არანაირი პოლიტიკურ ცვლილებას ქვეყანაში არ გამოიწვევს. როგორც ჩანს, „ოცნება“ ამაში დარწმუნებულია, ის ნაბიჯს დგამს პოლიტიკური ველის მოსუფთავებისკენ, საკუთარი დომინირების ქვეშ კონსოლიდირებისკენ და იცის, რომ მას სრული კარტ-ბლანში აქვს და ეს აძლევს მას თავისუფლებას, ასეთი ენით ილაპარაკოს დასავლელ პარტნიორებთან“, - განაცხადა ლაშა ძებისაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა