ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად, დედაქალაქში განსაკუთრებით აქტუალური ხდება ისეთი სივრცეების პოვნა, რომლებიც ყოველდღიური რუტინისგან თავის დაღწევისა და სასიამოვნო განტვირთვის საშუალებას იძლევა. თბილისის ისტორიულ უბანში, სასტუმრო „ამბასადორი თბილისის“ მეოთხე სართულზე მდებარე რესტორანი „მოზაიკო“ სწორედ ის ადგილია, სადაც ქალაქის ხასიათი, და ზაფხულის ენერგია ერთმანეთს სრულყოფილად ერწყმის.
ზაფხულში, „მოზაიკოს“ მთავარი სავიზიტო ბარათი ქალაქის ერთ-ერთ საუკეთესო სამზარეულოსთან ერთად, ძველ თბილისზე გამავალი ღია ტერასა ხდება. ზუსტად მთავარი დარბაზის თავზე განთავსებული, 90 სტუმარზე გათვლილი სივრცე თავისი ცოცხალი ბარითა და თანამედროვე დიზაინით, იდეალურ გარემოს ქმნის ზაფხულის განსაკუთრებული საღამოების აღსანიშნად. ტერასიდან გადაშლილი ულამაზესი პანორამული ხედები ძველ თბილისზე სტუმრებს საშუალებას აძლევს „მოზაიკური“, გასტრონომიული თავგადასავალი ქალაქის ფონზე გამოცადო.
ცხელ საღამოებს „მოზაიკოში“ საავტორო კოქტეილები აგრილებს. ყველასთვის საყვარელი, კლასიკური კოქტეილების გარდა, სპეციალურად აქაური მენიუსთვის შეხამებული საავტორო სასმელები სრულყოფილ კულინარიულ გამოცდილებას უზრუნველყოფს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რესტორანი სტუმრებს განახლებული მენიუთი მასპინძლობს, რომელშიც აზიური არომატების მოყვარულები თიხის ჭურჭელში მომზადებულ, ავთენტურ კერძებს, ჰიბაჩის გრილზე მომზადებულ ხორცსა და ყველასთვის საყვარელ, „მოზაიკოს“ სუშის აღმოაჩენენ. თუმცა, სეზონის განსაკუთრებული სიახლე მენიუში მაინც ორი ახალი, საზაფხულო დესერტია: მარწვის სორბე ვანილის კრემითა და მანგოს სორბე შოკოლადის მუსით.
„მოზაიკო“ ის ადგილია, სადაც ემოციები დაუვიწყარ მოგონებებად იქცევა. იქნება ეს დაბადების დღე, ნიშნობა, საქმიანი შეხვედრა თუ მეგობრებთან ერთად გატარებული ზაფხულის საღამო, ტერასის უნიკალური ატმოსფერო და უზადო სერვისი, ზუსტად იმ განწყობას ქმნის, როგორიც წარმოგედგინათ.
თანამედროვე სტუმარი არა მხოლოდ საუკეთესო კერძებს, არამედ უბადლო გასტრონომიულ გამოცდილებასთან ერთად, განსაკუთრებულ განწყობას ეძებს. მოზაიკო არის ადგილი, სადაც აზიური გემოები, თანამედროვე გარემო და დეტალებზე ორიენტირებული სერვისი ერთიანდება, რათა სტუმრობა სრულყოფილ, დაუვიწყარ გამოცდილებად იქცეს. განსაკუთრებული საღამოები „მოზაიკოს“ ტერასაზე, აზიური სამზარეულოს, საავტორო კოქტეილებისა და ქალაქის ულამაზესი ხედის ფონზე უნდა აღნიშნოთ.
(R)