უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა შავ ზღვაში, ყირიმის მახლობლად რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებს დაარტყეს

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა შავ ზღვაში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებს დაარტყეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია უპილოტო სისტემების ძალების მეთაურზე, რობერტ მადიარ ბროვდიზე დაყრდნობით ავრცელებს.

რობერტ მადიარის ცნობით, უპილოტო სისტემების ძალების დანაყოფებმა ოკუპირებული ყირიმის მახლობლად რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 20 გემს შეუტიეს.

მისი თქმით, დაზიანებულ გემებს შორის 17 ნავთობტანკერია, 2 გაზის გადამზიდი ხომალდია, ხოლო ერთი საბუქსირე გემია.

მედიის ინფორმაციით, ბოლო ცხრა დღის განმავლობაში უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მიერ აზოვის ზღვაში განხორციელებული დარტყმების შედეგად 116 გემი მწყობრიდან გამოვიდა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში