რელიგიის სააგენტოს თურქეთის ელჩი ეწვია

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრას თურქეთის რესპუბლიკის რელიგიის ატაშე, მაჰმუთ გოლი ესწრებოდა.

„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს გააცნო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობა, ისაუბრა რელიგიური უმცირესობების, მათ შორის, საქართველოს მუსლიმი თემის უფლებების დაცვის, ფინანსური მხარდაჭერის გაზრდის, საკულტო ნაგებობებთან შეუფერხებელი წვდომის საკითხებზე, ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რელიგიური უფლებების დარღვევის ფაქტებზე. შეხვედრას ესწრებოდა თურქეთის რესპუბლიკის რელიგიის ატაშე, მაჰმუთ გოლი.

თურქეთის ელჩმა მადლობა გადაუხადეს რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარეს მასპინძლობისთვის და საინტერესო ინფორმაციის მიწოდებისთვის”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში