მიხაილო ფედოროვი - უფრო გამბედავად უნდა ვათავისუფლებდეთ ხალხს, რომლებიც ცვლილებებს ამუხრუჭებდნენ

უფრო გამბედავად უნდა ვათავისუფლებდეთ ხალხს, რომლებიც ცვლილებებს ამუხრუჭებდნენ, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მიხაილო ფედოროვი თანამდებობის დატოვების შემდეგ გამოსამშვიდობებელ პოსტში წერს.

„რაღაც ვერ გამოვიდა, ნატოს სტანდარტებთან და საღი აზრის შესაბამისად თავდაცვის სამინისტროს საორგანიზაციო ტრანსფორმაციის ბოლომდე მიყვანა. ახალი სტრუქტურა შევქმენით, ბევრი თანამდებობებიდან გავათავისუფლეთ, ბევრი პროცესი დავიწყეთ. მაგრამ უფრო გამბედავად უნდა ვათავისუფლებდეთ თანამდებობებიდან ხალხს, რომლებიც ცვლილებებს ამუხრუჭებდნენ.

[ვერ გამოვიდა] აბსოლუტურად ყველა შესყიდვის ტენდერებზე გადაყვანა. მიღებული გადაწყვეტილებებისთვის პასუხისმგებლობის კულტურის ფორმირება. მჯერა, რომ სწორედ გმირი უკრაინელი ერი ჩამოაყალიბებს ამ ინსტიტუციონალურ კულტურას“, - წერს ფედოროვი.

ცნობისთვის, 14 ივლისს უკრაინის უმაღლესმა რადამ პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის გადადგომას მხარი დაუჭირა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში