ბაზისბანკის მხარდაჭერით, სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალს წელს უშგული უმასპინძლებს

ბაზისბანკის ოფიციალური მხარდაჭერით, 20-დან 26 ივლისის ჩათვლით, ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებულ ადგილას - უშგულში, სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალი „დალი“ წელს უკვე მეექვსედ უმასპინძლებს კინომოყვარულებსა და ინდუსტრიის წამყვან პროფესიონალებს.

2021 წელს რეჟისორ მარიამ ხაჭვანისა და პროდიუსერ თეიმურაზ ჩხვიმიანის მიერ დაარსებული ფესტივალი, დღესდღეობით, ქართული კინოს საერთაშორისო ასპარეზზე პოპულარიზაციისა და მხარდაჭერის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პლატფორმად არის აღიარებული. წელს უშგულს უპრეცედენტო რაოდენობის სტუმარი ეწვევა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალი „დალი“ ქმნის უნიკალურ კულტურულ და პროფესიულ სივრცეს, სადაც:

  • ახალგაზრდა და გამოცდილ კინემატოგრაფისტებს ეძლევათ შესაძლებლობა, საკუთარი ნამუშევრები საერთაშორისო ექსპერტების წინაშე წარადგინონ;
  • ტარდება Work-in-Progress/პოსტ-პროდუქციის და Pitching Forum კონკურსები, ინდივიდუალური შეხვედრები და მასტერკლასები;
  • მაყურებელს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს თანამედროვე ქართულ და უცხოურ კინოს, ასევე იხილოს ქართული კინოკლასიკის რეტროსპექტივები.

ფესტივალზე გაიმართება დასრულებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენებები, რომლებსაც სპეციალურად ჩამოსული საერთაშორისო ფესტივალების პროგრამერები დაესწრებიან. ეს ინიციატივა მიზნად ისახავს რეჟისორების ხელშეწყობას და მათი ნამუშევრების მსოფლიო კინოფესტივალებზე მოხვედრას.

ფესტივალი გაიხსნება ძველი ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების სპეციალური ჩვენებით, კვირეულის ფარგლებში, უცხოელი და ქართველი რეჟისორები, ფესტივალების პროგრამერები და სეილს-აგენტები ჩაატარებენ მასტერკლასებს და გაიმართება ცის ქვეშ კინოჩვენებები. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

(R)

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში