დიმიტრი პესკოვი - მნიშვნელობა არ აქვს, ვინ უხელმძღვანელებს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს - მნიშვნელოვანია კიევში იყოს ვინმე, ვინც მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც მშვიდობიან მოგვარებამდე მიგვიყვანს

არ აქვს მნიშვნელობა, ვინ უხელმძღვანელებს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს - მნიშვნელოვანია კიევში იყოს ვინმე, ვინც მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მშვიდობიან მოგვარებამდე მიგვიყვანს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება თავდაცვის მინისტრი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კიევის რეჟიმში იყოს ვინმე, ვინც საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას აიღებს და მიიღებს საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ მშვიდობიან მოგვარებამდე და სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასრულებამდე მივიდეთ“, - განაცხადა პესკოვმა.

ასევე, მისი თქმით, „ჯერჯერობით, უკრაინასთან მოლაპარაკებების განახლების პერსპექტივა არ არსებობს“.

„მოლაპარაკებების პროცესის განახლების რაიმე სახის პერსპექტივას ვერ ვხედავთ“, - აღნიშნა პესკოვმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში