ალექსანდრ სირსკი - მიხაილო ფედოროვს უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე გაწეული სამუშაოსთვის მადლობას ვუხდი - ვუსურვებ, რომ უკრაინის გუნდში მომავალშიც დარჩეს

მიხაილო ფედოროვს უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე გაწეული სამუშაოსთვის მადლობას ვუხდი, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის განცხადებაშია ნათქვამი.

ალექსანდრ სირსკიმ მიხაილო ფედოროვს წარმატებები უსურვა.

„ვუსურვებ, რომ უკრაინის გუნდში მომავალშიც დარჩეს“, - წერს სირსკი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ამაყობს, რომ 2022 წელს, კიევის თავდაცვითი ოპერაციის წყალობით უკრაინის დედაქალაქის დაცვა მოხერხდა.

„ახლა კი ამ ქალაქში ბრიფინგების ჩატარება, ხედვების ჩამოყალიბება და გადაწყვეტილებების მიღებაა შესაძლებელი. ყველაფერს გავაკეთებ, რათა მსგავსი ღონისძიებები თავისუფალ და დამოუკიდებელ უკრაინაში ჩატარდეს. ამისთვის ჩვენ კონცენტრირება ომსა და ეფექტურ სტრატეგიაზე უნდა მოვახდინოთ, რომელიც ამჟამად კონკრეტულ შედეგებს აჩვენებს“, - აცხადებს სირსკი.

შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინამ შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ალექსანდრ სირსკი უნდა შეცვალოს.

„მტრის ასიმეტრიულად დასამარცხებლად შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ალექსანდრ სირსკი უნდა შევცვალოთ. ნაცვლად იმისა, რომ მოეფიქრებინა, თუ როგორ დაემარცხებინა რუსეთი ასიმეტრიულად, რაც მთავარსარდლის ამოცანაა, მან ის მოიფიქრა, თუ როგორ გაეხლიჩა ქვეყანა. დღეს, სწორედ აქ ვართ“, - განაცხადა მიხაილო ფედოროვმა.

მიხაილო ფედოროვსა და ალექსანდრ სირსკის შორის დაპირისპირების შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ კონფლიქტის მოგვარება მის გარეშე არ შეუძლიათ.

„მე მხარეებს პატივს ვცემ. ვიცი მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები. მსურს, რომ მათ უკრაინა გააძლიერონ, მაგრამ რეალობაა ის, რაც არის. ასეთ დროს კი გამოსავალი ან ერთი მხარეა, ან მეორე. ისინი ჩემ გარეშე მაგიდასთან ვერ დასხდებიან“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ მიხაილო ფედოროვი გუნდში დარჩება.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში