უკრაინის უმაღლესმა რადამ ახალი მთავრობა დანიშნა

უკრაინულმა უმაღლესმა რადამ ახალი მთავრობა დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კერძოდ, უმაღლესმა რადამ ახალი პრემიერ-მინისტრის, სერგეი კორეცკის მიერ წარდგენილი მინისტრთა ახალი კაბინეტი დაამტკიცა.

მთლიანობაში წინა მინისტრთა კაბინეტის დაშლას და მთავრობის ახალი წევრების დანიშვნას (გარდა საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებისა, რომელთა კანდიდატურებსაც პრეზიდენტი წარადგენს) 264-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

განახლებულ მინისტრთა კაბინეტში ხელახლა დაინიშნნენ: პირველი ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი დენის შმიგალი, ვიცე-პრემიერი ჰუმანიტარული პოლიტიკის საკითხებში და კულტურის მინისტრი ტატიანა ბერეჟნაია, ფინანსთა მინისტრი სერგეი მარჩენკო, ჯანდაცვის მინისტრი ვიქტორ ლიაშკო, ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი მატვეი ბედნი, სოციალური პოლიტიკის, ოჯახისა და ერთიანობის მინისტრი დენის ულიუტინი.

ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში ვიცე-პრემიერად ვსევოლოდ ჩენცოვი დაინიშნა, რომელსაც აქამდე ევროკავშირში უკრაინის წარმომადგენლის თანამდებობა ეკავა. ვეტერანთა საკითხების ახალ მინისტრად ნიკოლაევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი კიმი დაინიშნა. შინაგან საქმეთა ახალი მინისტრად ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელი, ივან ვიგივსკი დაინიშნა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში