ქუვეითზე, კატარსა და ბაჰრეინზე რაკეტებითა და დრონებით შეტევა განხორციელდა

სპარსეთის ყურის ქვეყნები თავდასხმის ქვეშ იმყოფებიან, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. კატარის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებული სარაკეტო შეტევა მოიგერია.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით კი, ირანის თავდასხმის შედეგად ბავშვი დაიჭრა. სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვი ჩამოვარდნილი ნამსხვრევებით დაშავდა. ირანს თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არ აუღია.

ქუვეითის ინფორმაციის სამინისტრომ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები რაკეტებსა და დრონებს იგერიებდა.

სირენები ამოქმედდა ბაჰრეინში. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში