ირანმა სირიაზე, იორდანიასა და ომანზე შეტევა განახორციელა

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, სირიაზე თავდასხმა განახორციელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Le monde ირანის ოფიციალური ახალი ამბების სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ცნობით, მათმა საჰერო ძალებმა „მოულოდნელი თავდასხმა განახორციელეს მტრის სპეციალური ოპერაციების სამეთაურო ცენტრზე სირიის ალ-თანფის რეგიონში“. ამ რეგიონის შესახებ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თებერვალში განაცხადა, რომ მათ ეს ბაზა სრულიად დატოვეს და კონტროლი სირიის არმიას გადასცეს.

Le monde-ს ინფორმაციით, იორდანიამ დღეს დილით ირანის მხრიდან გასროლილი სამი რაკეტა ჩამოაგდო. იორდანიის არმიის განცხადებით, ირანის ამ თავდასხმებს მსხვერპლი და დაზიანება არ მოჰყოლია.

ამასთან, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში აცხადებენ, რომ გაანადგურეს საზღვაო სათვალთვალო რადარი ომანში, სალალას რეგიონში და ამერიკული საჰაერო სათვალთვალო რადარი ღანამის რეგიონში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს