უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაური - უკრაინელებმა შავ ზღვაში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 12 გემს შეუტიეს

უკრაინულმა ძალებმა დღეს შავ ზღვაში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კიდევ 12 გემს შეუტიეს, - ამის შესახებ უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა, რობერტ „მადიარ“ ბროვდიმ განაცხადა.

მისი თქმით, დაზიანებულ გემებს შორის 9 მშრალი ტვირთმზიდი გემი, ერთი ნავთობტანკერი, გაზის გადამზიდი 2 ხომალდი და ერთი საბუქსირე გემია.

ბროვდის თქმით, ოპერაცია, კოდური სახელწოდებით „მოლოჩკა“, 6 ივლისიდან მიმდინარეობს და მისი მიზანი აზოვისა და შავი ზღვების ტერიტორიაზე მოქმედი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ განადგურებაა.

ბროვდის ინფორმაციით, ამ პერიოდში უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა 159 გემს შეუტიეს. აქედან 117 გემს აზოვის ზღვაში, 42 კი - შავ ზღვაში დაარტყეს.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში