აჭარისა და გურიის რეგიონებში უკანონოდ მოქმედი 22 ერთეული ვალუტის გადამცვლელი პუნქტი აღმოაჩინეს - ამოღებული ვალუტის საერთო ღირებულება 500 000 ლარს აღემატება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის 22 ფაქტი გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, მასშტაბურად ჩატარებული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა უკანონოდ მოქმედი 22 ერთეული ვალუტის გადამცვლელი პუნქტი აღმოაჩინეს, საიდანაც ამოღებული ვალუტის საერთო ღირებულება 500 000 ლარს აღემატება.

„აჭარისა და გურიის რეგიონებში უკანონოდ მოქმედი 22 ერთეული ვალუტის გადამცვლელი პუნქტი აღმოაჩინეს.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ვალუტის გადამცვლელი პუნქტები მოწყობილი იყო კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამოდ და საქმიანობდა საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი ნებართვის გარეშე.

მასშტაბურად ჩატარებული ღონისძიებების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ერთდროულად ჩატარდა ჩხრეკა 22 ლოკაციაზე, რა დროსაც ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქართული და უცხოური ვალუტა, კომპიუტერული ტექნიკა და ვალუტის კონვერტაციისთვის საჭირო შესაბამისი ინვენტარი.

ამოღებული ვალუტის საერთო ღირებულება 500 000 ლარს აღემატება.

ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილე პირების გამოვლენის მიზნით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით” - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში