Reuters - შეიარაღებული პირები იემენის სამხრეთ სანაპიროზე ადენის ყურეში ქიმიურ ტანკერ „ასანაზე“ ავიდნენ და ამჟამად გემს აკონტროლებენ

შეიარაღებული პირები იემენის სამხრეთ სანაპიროზე ადენის ყურეში ქიმიურ ტანკერ „ასანაზე“ ავიდნენ და ამჟამად გემს აკონტროლებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

საზღვაო უსაფრთხოების წყაროების განცხადებით, „ეს ინციდენტი სომალელ მეკობრეებს უფრო უკავშირდება, ვიდრე ირანთან ასოცირებული იემენელი „ჰუსიტების“ სამხედრო ძალებს“.

უსაფრთხოების ძალების ცნობით, ტანკერს დანიშნულების შემდეგ ადგილად სომალის ბოსასოს პორტი ჰქონდა მითითებული.

ბრიტანეთში დაფუძნებული საზღვაო რისკების მართვის ჯგუფის, Ambrey-ის განცხადებით, გემი ტანზანიის დროშის ქვეშ ცურავდა და ის, სავარაუდოდ, მეკობრეთა ჯგუფის შეიარაღებულმა წევრებმა დაიკავეს.

გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება