ზურაბ ჩხაიძე - მურთაზ ზოდელავა „ვივამედში“ შემოსულია თავბრუსხვევით, ინსულტზე არ არის საუბარი - გადის სტაციონარულ მკურნალობას, მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

კლინიკა „ვივამედის“ ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული პოლიტიკოსის, ყოფილი გენერალური პროკურორის, მურთაზ ზოდელავას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სამედიცინო დაწესებულებაში თავბრუსხვევით სამი დღის წინ შეიყვანეს.

მისივე თქმით, მურთაზ ზოდელავა ნევროლოგის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

„ჩვენთან იმყოფება ნამდვილად სტაციონარულ მკურნალობაზე. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ სხვა დიაგნოზის შესახებ ვერაფერს გეტყვით, იმიტომ, რომ პირადი ინფორმაციაა და გასაჯაროების უფლება არ მაქვს. შემოსულია თავბრუსხვევით, ინსულტზე არ არის საუბარი. ჩატარებული აქვს ყველა საჭირო და აუცილებელი კვლევა“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას 4 ოქტომბრის საქმეზე 7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში