პენიტენციური სამსახური - მურთაზ ზოდელავას ინსულტი არ გადაუტანია, ჩივილების შესაბამისად, იგი „ვივამედში“ დიაგნოზის დასმის მიზნით იქნა გადაყვანილი - ჩატარებული კვლევებით ყველა სახის მწვავე პათოლოგიური პროცესი გამოირიცხა

სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, ყოფილ გენერალურ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას ინსულტი არ გადაუტანია.

მეორე მხრივ, პენიტენციურ სამსახურში ადასტურებენ, რომ მურთაზ ზოდელავას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ჩივილების ჰქონდა, რის შემდეგ, დიაგნოზის დასმის მიზნით, კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება მსჯავრდებულ მურთაზ ზოდელავასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას და განმარტავს, რომ მსჯავრდებულ ინსულტი არ გადაუტანია. მსჯავრდებულ მურთაზ ზოდელავას მიერ წარმოდგენილი ჩივილების შესაბამისად, იგი გადაყვანილ იქნა კლინიკა „ვივამედში“ დიაგნოზის დასმის მიზნით. კლინიკაში ჩატარებული კვლევების შედეგად ყველა სახის მწვავე პათოლოგიური პროცესი გამოირიცხა.

მიუხედავად მსჯავრდებულის მოთხოვნისა, რომ დაბრუნებულიყო პენიტენციურ დაწესებულებაში, იგი მოთავსებულ იქნა კლინიკაში შემდგომი დინამიკური დაკვირვების მიზნით.

სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ნებისმიერ პირს, თავი შეიკავოს მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან”, - ნათქვამია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში