ნიკა გვარამია - მურთაზ ზოდელავაზე განცხადება საჭირო რომ ყოფილიყო, გააკეთებდა ოჯახი სხვისი დახმარების გარეშე - კაცის ჯანმრთელობის საკითხი წყდება და არაა საჭირო პოლიტიკური სარჩულის მიკერება, თან მისი თანხმობის გარეშე

კაცის ჯანმრთელობის საკითხი წყდება და არაა საჭირო პოლიტიკური სარჩულის მიკერება, თან მისი თანხმობის გარეშე. მეტიც, ის თავად კატეგორიული წინააღმდეგია ამის, - ასე ეხმაურება “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია მურთაზ ზოდელავას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.

როგორც გვარამია წერს, ზოდელავას მდგომარეობა ახლა სტაბილურია და იმედოვნებს, რომ სიტუაცია ნორმალურ კალაპოტში წარიმართება “პაციენტის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნების გარეშე”.

“გუშინ ვიყავი მურთაზ ზოდელავასთან შესული “ვივამედში”. ჩემი უახლოესი მეგობარია, მისი მეჯვარე ვარ და შვილის ნათლია. რამე განცხადება საჭირო რომ ყოფილიყო, გააკეთებდა ოჯახი სხვისი დახმარების გარეშე. კაცის ჯანმრთელობის საკითხი წყდება და არაა საჭირო პოლიტიკური სარჩულის მიკერება, თან მისი თანხმობის გარეშე. მეტიც, ის თავად კატეგორიული წინააღმდეგია ამის, მათ შორის და პირველ რიგში, იმიტომ, რომ მისი ხანდაზმული მშობლებისთვის ეს საკითხი ძალიან მგრძნობიარეა და საჯარო წყაროებით ამგვარი ინფორმაციის გავრცელება მიზანშეუწონლად მიაჩნია.

მურთაზი თავს ნორმალურად გრძნობს. კლინიკა ძალიან ყურადღებიანია მის მიმართ და იმედს ვიტოვებთ, რომ ყველაფერი ნორმალურ კალაპოტში წარიმართება პაციენტის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნების გარეშე”, - წერს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, ზოდელავას ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების შესახებ ინფორმაცია მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, პოლიტიკოსმა ინსულტი ორჯერ გადაიტანა. “ჩვენი თანამებრძოლი და უბრალოდ ძალიან კარგი ადამიანი, მურთაზ ზოდელავა სასწრაფოდ გადაიყვანეს “ვივამედში" ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო - გაირკვა, რომ მან ჩემს გვერდით საკანში, ორჯერ გადაიტანა ინსულტი”, - წერს მიხეილ სააკაშვილი თავის წერილში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს