Euromoney-მ გალტ & თაგარტი საქართველოში კვლევების მიმართულებით საუკეთესო კომპანიად დაასახელა

Euromoney Awards for Excellence 2026-ის ფარგლებში, გალტ & თაგარტი საქართველოში კვლევების მიმართულებით საუკეთესო კომპანიად (Georgia's Best for Research) დასახელდა.

Euromoney Awards for Excellence უკვე 30 წელზე მეტია, მსოფლიოს მასშტაბით აჯილდოებს ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი სტანდარტებით, ინოვაციური მიდგომებითა და მომხმარებლებზე ორიენტირებული საქმიანობით. კონკურსის ფარგლებში ფასდება როგორც ბანკები, ისე არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტები და ტექნოლოგიური კომპანიები.

„მოხარული ვართ, რომ Euromoney Awards for Excellence 2026-ზე გალტ & თაგარტის საქმიანობა საერთაშორისო დონეზე კიდევ ერთხელ აღიარეს. ეს ჯილდო ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმის, ყოველდღიური შრომისა და მაღალი სტანდარტებისადმი ერთგულების მნიშვნელოვანი დასტურია. მადლობას ვუხდით Euromoney-ს ამ მნიშვნელოვანი აღიარებისთვის, ასევე ჩვენს მომხმარებლებსა და პარტნიორებს ნდობისა და თანამშრომლობისთვის“, - აცხადებს გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი, გიორგი კუპრაშვილი.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელი კონკურსი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო და მასში 100-ზე მეტი ქვეყნიდან რამდენიმე ასეული ფინანსური ინსტიტუტი მონაწილეობდა.

(R)

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში