ბაჰრეინის, ქუვეითის, იორდანიისა და საუდის არაბეთის ხელისუფლებების განცხადებით, ირანის მხრიდან მორიგი იერიშები განხორციელდა

ბაჰრეინის სამხედრო ძალებმა ირანის რამდენიმე თავდასხმა მოიგერიეს, - ამის შესახებ ბაჰრეინის თავდაცვის ძალები X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს.

„ბაჰრეინის თავდაცვის ძალების საჰაერო თავდაცვის სისტემებმა შაბათს ირანის რამდენიმე საჰაერო თავდასხმა ჩაახშეს“, - აცხადებენ უწყებაში.

აღსანიშნავია, რომ ბაჰრეინში აშშ-ის მე-5 ფლოტის შტაბ-ბინა მდებარეობს.

ამასთან, ქუვეითის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ირანმა ელექტროენერგიის გამომუშავებისა და წყლის გამტკნარების ქარხანაზე შეტევა განახორციელა.

ქუვეითის ელექტროენერგიის, წყლისა და განახლებადი ენერგიის სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ქარხანაში ხანძარი გაჩნდა.

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ხანძრის საპასუხოდ, ხელისუფლებამ სიფრთხილის ზომები მიიღო, მათ შორის რამდენიმე გენერატორი დროებით გათიშა.

ამასთან, იორდანიის სახელმწიფო მედიის ცნობით, საჰაერო თავდაცვამ დრეს დილით 10 ირანული რაკეტა მოიგერია.

მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ გაფრთხილება გაავრცელა საუდის არაბეთმაც, თუმცა რამდენიმე წუთის შემდეგ გააუქმა და განაცხადა, რომ საფრთხემ გადაიარა.

ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ძალებმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის ძალებსა და ობიექტებზე იერიში მიიტანეს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს