ირაკლი კობახიძე - გარდა ეკონომიკური დატვირთვისა ჩქაროსნულ გზებს აქვს მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვაც, გზები უფრო მეტად აახლოებს ერთმანეთთან დასახლებებს და ეს ყველაფერი ქმნის განვითარების უკეთეს პირობებს თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის

გარდა ეკონომიკური დატვირთვისა ჩქაროსნულ გზებს აქვს მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვაც. ბუნებრივია გზები უფრო მეტად აახლოებს ერთმანეთთან დასახლებებს და ეს ყველაფერი ქმნის განვითარების უკეთეს პირობებს თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის მე-3 მონაკვეთის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეკონომიკურთან ერთად, ამ პროექტებს აქვს განსაკუთრებული სოციალური დატვირთვაც.

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მუშაობდა ამ პროექტზე, მშენებლებს, ინჟინრებს, ასევე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, განსაკუთრებით მინდა, მადლობა გადავუხადო ევროპის საინვესტიციო ბანკს. დარწმუნებული ვარ, ეს გზა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს ჩვენს სტუმრებს, ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ინფრასტრუქტურის სამინისტროს, პირადად მინისტრ რევაზ სოხაძეს, არა მხოლოდ იმისათვის, რომ წარმატებით მიიყვანა ეს პროექტი ბოლომდე, არამედ იმისათვის, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში გასწორდა ყველა ხარვეზი, რაც სამინისტროს მენეჯმენტში იყო დაფიქსირებული და ეს ცვლილებები, ეს რეფორმები, რაც განხორციელდა სამინისტროში, მომავალში უზრუნველყოფს პროექტების ხარისხიანობის თვალსაზრისით მთლიანად სამინისტროს მუშაობის გაუმჯობესებას და უზრუნველყოფს პროექტების სწრაფ ტემპში და ხარისხიანად შესრულებას. მინისტრს მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ამ ყველაფრისთვის. გილოცავთ დღევანდელ დღეს ამ ჩქაროსნული გზის გახსნას და მინდა წარმატებები გისურვოთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, კობახიძის თქმით, სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მე-3 მონაკვეთის გახსნა არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ „საქართველოში ჩქაროსნული ავტომაგისტრალები სწრაფი ტემპით შენდება და ვითარდება, ჩვენი მიზანია, ეს საქმე სწრაფ ტემპშივე მივიყვანოთ ბოლომდე“.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ავტომაგისტრალების მშენებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად გრძელდება და დღეს ქვეყანაში უკვე ექსპლუატაციაშია მიღებული 389 კილომეტრი ჩქაროსნული ავტომაგისტრალი.

„დღეს ვხსნით სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მე-3 მონაკვეთს, ჩვენ ცოტა ხნის წინ გავხსენით ამ მაგისტრალის მეორე მონაკვეთი, ეს დღე არის იმის კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველოში ჩქაროსნული ავტომაგისტრალები სწრაფი ტემპით შენდება და ვითარდება და ჩვენი მიზანია, ეს საქმე სწრაფ ტემპშივე მივიყვანოთ ბოლომდე.

ჩვენი გეგმის თანმიმდევრული განხორციელების შედეგად, დღეს ქვეყანაში უკვე ექსპლუატაციაშია 389 კილომეტრი ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, ხოლო 60 კილომეტრზე ასევე სწრაფი ტემპით გრძელდება სამუშაოები.

მინდა, შეგახსენოთ, რომ 2012 წლამდე მთლიანად საქართველოში მხოლოდ 68 კმ ჩქაროსნული ავტომაგისტრალი იყო აშენებული და ესეც იყო ყველაზე მარტივი მონაკვეთი. თქვენ ხედავთ, რამდენად დაჩქარებულია საქართველოში ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობის ტემპები.

ეს დღე არის მნიშვნელოვანი ეტაპი ამ გზაზე, ჩვენ დღეს ვხსნით 6-კილომეტრიან მონაკვეთს, სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის სამუშაოები მომავალ წელს მთლიანად დასრულდება და მთლიანად იქნება აშენებული 52-კილომეტრი, სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალი. მომავალ წელს იგეგმება უკვე მისი გახსნა, ახალი გზით ჩვენ გვერდს ვუვლით საკმაოდ მჭიდროდ დასახლებულ ზონას. შედეგად, მგზავრობის დრო თითქმის მესამედით მცირდება, იზრდება უსაფრთხოება და გადაზიდვების ეფექტიანობა.

აქტიურად გაგრძელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით ავტომაგისტრალების მშენებლობა. წელსვე გაიხსნება გრიგოლეთი-ქობულეთის დარჩენილი ნაწილი. ქვეშეთი-კობის ისტორიული პროექტის ფარგლებში - გუდაურამდე მისასვლელი გზა. უკვე გამოცხადებულია საერთაშორისო ტენდერი თბილისის 49-კილომეტრიან შემოვლით გზაზე და ბათუმი-სარფის მაგისტრალზე. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტები, რომელიც ქვეყანაში გამტარუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის. ამასთანავე, უახლოეს მომავალში დაიწყება კახეთის მიმართულების დარჩენილი მონაკვეთის მშენებლობა, ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის დარჩენილი მონაკვეთების მშენებლობა და ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზის მშენებლობა.

მთლიანობაში ჩვენი გეგმა არის ძალიან ამბიციური, სამთავრობო ანგარიშის წარდგენისას ჩვენ აღვნიშნეთ, რომ 2031 წლისთვის გვინდა თითქმის ყველა მონაკვეთის მთლიანად დასრულება, დარჩენილი იქნება ამ დროისთვის მხოლოდ 1 მონაკვეთი, რომელსაც იქიდან 1 წელიწადში ასევე მივიყვანთ ბოლომდე,"- აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა „ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარება, დაკავშირებადობის კუთხით ჩვენი ფუნქციის განვითარება და ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა ამ კუთხით განსაკუთრებულ როლს ასრულებს“.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ყველაფერი არის იმ საერთო გეგმის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია სატრანზიტო რესურსების განვითარებასთან.

„ამ პროცესებს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ეკონომიკური თვალსაზრისითაც, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარება, დაკავშირებადობის კუთხით ჩვენი ფუნქციის განვითარება და ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა ამ კუთხით განსაკუთრებულ როლს ასრულებს. ეს ყველაფერი არის იმ საერთო გეგმის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია სატრანზიტო რესურსების განვითარებასთან. ჩვენ ასევე გვაქვს გეგმაში საერთაშორისო აეროპორტების შესაძლებლობების გაფართოება. რამდენიმე წელიწადში, 2031 წლისთვის ჩვენ გვექნება თბილისში სრულიად ახალი საერთაშორისო აეროპრტი, მანამდე მნიშვნელოვნად გაფართოვდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესაძლებლობები და მისი გამტარუნარიანობა, იგივე ეხება ბათუმის აეროპორტს", - განაცხადა პრემიერმა.

კობახიძის თქმით, მიმდინარეობს ასევე მუშაობა რკინიგზის და პორტების განვითარების მიმართულებით.

„ასევე ვმუშაობთ რკინიგზის განვითარების მიმართულებით. მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა რკინიგზაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში. დავასრულეთ რკინიგზის მოდერნიზაციის პროცესი, ასევე, გავხსენით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა და ბევრი მიმართულებით ხორციელდება ცვლილებები, რაც საქართველოს რკინიგზის რესურსებს მნიშვნელოვნად გაზრდის. ასევე, აქტიურად წარიმართება პორტების განვითარების პროცესი, ანაკლიის პორტის მშენებლობა. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა თვისებრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს ამ რამდენიმე წელიწადში", - განაცხადა პრემიერმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს