სახალხო დამცველი საქართველოში თურქეთის ელჩს შეხვდა

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოში ახლად დანიშნულ თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მუსტაფა თურქერ არის შეხვდა.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ლევან იოსელიანმა დიპლომატს აპარატის მანდატი და საქმიანობა გააცნო, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა მიმოიხილა და საქართველოსა და თურქეთის ადამიანის უფლებათა დამცველი ინსტიტუტების მრავალწლიან პროფესიულ ურთიერთობაზე ისაუბრა.

„2026 წლის 20 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოში ახლად დანიშნულ თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მუსტაფა თურქერ არის შეხვდა.

სახალხო დამცველმა სტუმარს აპარატის მანდატი და საქმიანობა გააცნო, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა მიმოიხილა და საქართველოსა და თურქეთის ადამიანის უფლებათა დამცველი ინსტიტუტების მრავალწლიან პროფესიულ ურთიერთობაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლოდ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზეც ისაუბრეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს