მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილის დიქტატურამ შექმნა ხელოვნური ინტელექტის ერთობლივი ჯგუფი ჩინეთთან, რაც ნიშნავს, რომ ამ უმნიშვნელოვანეს დარგში ჩვენი ტერიტორია ჩააბარა რუსეთის მთავარ მოკავშირეს - მაინტერესებს, რა რეაქცია აქვს ამერიკის საელჩოს თბილისში?

ივანიშვილის დიქტატურამ შექმნა ხელოვნური ინტელექტის ერთობლივი ჯგუფი ჩინეთთან, რაც ნიშნავს, რომ ამ უმნიშვნელოვანეს დარგში ჩვენი ტერიტორია ჩააბარა რუსეთის მთავარ მოკავშირეს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, უკრაინაში გამოყენებული რუსული დრონები სრულად არის ჩინურ ხელოვნურ ინტელექტზე გადასული. ყოფილი პრეზიდენტი კი ამერიკის საელჩოს უსვამს კითხვას, თუ რა რეაქცია აქვს ამერიკის საელჩოს თბილისში ამ მოვლენებთან დაკავშირებით.

“ივანიშვილის დიქტატურამ შექმნა ხელოვნური ინტელექტის ერთობლივი ჯგუფი ჩინეთთან, რაც ნიშნავს, რომ ამ უმნიშვნელოვანეს დარგში ჩვენი ტერიტორია ჩააბარა რუსეთის მთავარ მოკავშირეს.

ეს ხდება იმ დროს, როდესაც უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებული რუსული დრონები მთლიანად გადავიდნენ ჩინურ ხელოვნურ ინტელექტზე. ამ დღეებში ისიც გაირკვა, რომ ჩინეთი და რუსეთი ერთად ებრძვიან ამერიკულ Starlink-ს სისტემას დაჰაკვით და AI-ს გამოყენებით.

ივანიშვილმა ჯერ დახურა ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში, რომელსაც AI-ს სფეროში ქართველები უნდა მოემზადებინა და ახლა სრულიად ნათლად აჩვენა თუ ვის ტექნოლოგიურ კოლონიად გარდაიქმნა ჩვენი ქვეყანა ამასობაში. მაინტერესებს, რა რეაქცია აქვს ამერიკის საელჩოს თბილისში?” - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია