სოფიო სიგუა - დაუშვებელია დღევანდელ რეალობაში ქალები ისეთ ტყვეობაში იყვნენ, როგორშიც ვიყავი - ჩემი 2 შვილი დაიკითხა, ისეთი მძიმე დანაშაულებია არასრულწლოვანების მიერ აღწერილი, ეს არის შოკი

დაუშვებელია დღევანდელ რეალობაში ქალები ისეთ ტყვეობაში იყვნენ, როგორშიც ვიყავი , - ამის შესახებ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის ყოფილმა მეუღლემ, სოფიო სიგუა-შატბერავამ განაცხადა.

ის განმარტავს, რომ იოსებ სიგუას მფარველობენ და მას ელექტრონული სამაჯური არ უნდა მოხსნან.

„მას აქვს ზურგიდან მფარველობა, თუმცა დღეს ჭეშმარიტება არის ის, რომ სასამართლომ გაითვალისწინა ჩემი საფრთხე. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ [სამაჯურის] მოხსნა მომავალში დიდი დანაშაულის წახალისება არის არა მარტო ჩემს ნაწილში, აქ მარტო ჩემი საკითხი არ წყდება, ახლა ამ რეალობას ძალიან ბევრი ქალი უყურებს. ეს იცით რას ნიშნავს? მათ რომ ახლა მოხსნან ეს სამაჯური, ეს ნიშნავს,რომ ყველა ქალი, როგორც მე 13 წლის მანძილზე ვიყავი ჩუმად, ასევე უნდა იყვნენ ისინიც და ელოდონ, როდის მოკლავენ. დაუშვებელია დღევანდელ რეალობაში ქალები ისეთ ტყვეობაში იყვნენ, როგორშიც მე ვიყავი. ჯერჯერობით, კიდევ ერთი პროცესი გველის წინ, ის ასაჩივრებს და ასაჩივრებს. როგორც ჩანს, ძალიან უყვარს ეს პროცესები. არ წყდება მისი საჩივრები ჩემს მიმართ და დედაჩემის მიმართ. იმედს ვიტოვებ, რომ მარტო შსს-ის მაღალჩინოსნები ვერ განაგებენ პრობლემებს, უფრო ზედა ეშელონებიც გვყავს და უნდა იყოს ლოიალური ქალების და ზოგადად, ძალადობის მიმართ ყველა მიდგომა“,-განაცხადა სოფიო სიგუა-შატბერავამ.

მან განმარტა, რომ მისი არასრულწლოვანი შვილების გამოიკითხნენ, რომლებმაც ძალიან მძიმე დანაშაულებზე ისაუბრეს.

„მოწმეები არსებობენ. ჩემი არასრულწლოვანი 2 შვილი დაიკითხა. დეტალურად გამოკითხეს ბავშვები, ჩემს გარეშე. მათ ისეთი დეტალები აღწერეს, რომელიც მეც არ მქონდა ნათქვამი. ისეთ მძიმე დანაშაულებია არასრულწლოვანების მიერ აღწერილი, რომ ეს არის შოკი. პროკურატურაში დევს ეს ყველაფერი და ჩანაწერიც არსებობს. ის უტრირებდა იმით, მე თუ ალკოჰოლ ან ნარკოდამოკიდებული ვარ, როგორ შეიძლება ერთი ჯარიმაც არ მქონდესო. როგორ შეიძლება მას ჯარიმა ჰქონდეს, როდესაც პატრულში ვრეკავ 4-ჯერ და პირველ ზარზე თვითონ უკავშირდება ჩემს ადვოკატს და ეუბნება, რომ ზარი გააუქმოს. ვრეკავ ისევ 112-ში და ვეუბნები, საიდან იცის მოძალადემ მე რომ თქვენ დაგირეკეთ - მეთქი, ამ რეალობაში, როგორ შეიძლება მას ჯარიმა ჰქონდეს? თითიდან გამოწოვილი მტკიცებულებებით და არგუმენტებით იბრძვიან“,- განაცხადა სოფიო სიგუა-შატბერავამ.

მისი თქმით, იოსებ სიგუა მოწმეებზე გავლენის მოხდენას ცდილობს.

„არ ვიცი სადამდე გაგრძელდება ეს ცრუ მოწმეების კასკადი. ისე გამოვიდა, რომ სიცრუის მანქანა მუშაობს, მაგრამ სიმართლე ერთია. ძალიან მადლობელი ვარ, რომ მოსამართლეები ამ სიმართლეს ხედავენ. ამ სიმართლეს ასევე ადასტურებს 112-ში ზარები, როგორ მართმევდა ერთ-ერთ გამოძახებაზე ტელეფონს, როგორ ძალადობდა ჩემზე, მესამე ხმით გადის ისმის, ეს ყველაფერი მტკიცებულებებია და პროკურატურაში დევს“, - განაცხადა სოფიო სიგუა-შატბერავამ.

შეგახსენებთ, იოსებ სიგუას მეუღლემ, სოფია სიგუა-შატბერავამ „ნოდარ მელაძის შაბათში“ განაცხადა, რომ იოსებ სიგუა მას სიცოცხლის მოსპობით, მე-12 სართულიდან გადაგდებით, კასრში ჩასმითა და დამარხვით ემუქრებოდა. პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს ამ დროისთვის ელექტრონული სამაჯური აქვს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 20.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს