ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე

უკრაინაში სამთავრობო ცვლილებების მიზნებსა და მიზეზებზე, რა გავლენას იქონიებს უკრაინის საშინაო პოლიტიკაში დაწყებული პროცესი უკრაინა-რუსეთს შორის მიმდნარე ომზე, ინტერპრესნიუსი უკრაინელ პოლიტოლოგს, სიტუაციური მოდელირების სააგენტოს დირექტორს,, ვიტალი ბალას ესაუბრა.

- ბატონო ვიტალი, მას შემდეგ, რაც პრემიერმა სვირიდენკო პრემიერ-მინისტრობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა, უკრაინის მთავრობის მთელი შემადგენლობა გადადგა. პრეზიდენტ ზელენსკის წარდგინებით უკრაინის რადამ უკრაინის პრემიერად დაამტკიცა სერგეი კორეცკი.

თავდაცვის მინისტრის მიხეილ ფიოდოროვის გათავისუფლების თემა ცალკე სასაუბრო საკითხია, ამიტომ ჩვენ ამ თემას აუცილებლად შევეხებით.

თქვენ როგორ შეაფასებდით პრემიერ სვირიდენკოს გადადგომას, რომლის შემდეგაც პრეზიდენტი იძულებული იყო დაეთხოვა მთავრობის მთელი შემადგენლობა მთავრობის და ხელისუფლების დღის წესრიგში ახალი შემადგენლობის დამტკიცების საკითხი დადგა?

- ჩემი აზრით, მთავრობის წინა შემადგენლობის დათხოვნა უკავშირდებოდა სწორედ თავდაცვის მინისტრს ფიოდოროვის თანამდებობაზე ყოფნა-არყოფნის საკითხს. უფრო სწორად, ამ პოსტიდან გათავისუფლებას.

უკრაინული კანონმდებლობით, იმ შემთხვევაში თუ პრემიერი გადაგომის შესახებ იღებს გადაწყვეტილებას, მთავრობის მთელი შემადგენლობა ავტომატურად უნდა გადადგეს. ჩემი აზრით, პრემიერი სვირიდენკო დიდი ხნის წინ იყო გასანთავისუფლებელი, რადგან მას და რიგ მინისტრებს კორუფციაში თანამონაწილეობაში ედებოდათ ბრალი.

მთავრობის ხელმძღვანლისა და სხვა წევრების კორუფციულ საკითხებში მონაწილეობას ხალხი პრეზიდენტ ზელენსკის უკავშირებდა, ამიტომ, როგორ ჩანს, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება იმისათვის რომ კორუფციის საკითხების ნეგატიური აღქმები ზელენსკის არ დაკავშირებოდა პრემიერი სვირიდენკო გადამდგარიყო.

როგორც ამბობენ, პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია პრემიერ სვირიდენკოსთან გადადგომაზე შეთანხმება და სწორედ ზელენსკიმ დაარწმუნა იგი რომ უნდა გადამდგარიყო.

სვირიდენკოს სახელს დაუკავშირდა ჟურნალიტური გამოძიება, რომელიც ჯარისკაცების მკვლელობას დაუკავშირდა, ასევე სხვა გამოძიებები, რომლის ფიგურანტები იყვნენ მთავარსარდალ სირსკისთან დაახლოებული გენერლები. კერძოდ, საუბარია 155 ბრიგადის ხელმძღვანელზე, რომელმაც მასზე დამოკიდებულ პირებს დაავალა ორი სამოქალაქო პირის ჯერ მოპარვა, შემდეგ ისინი მოკლეს. ამ თემებზე სკანდალები საკმაოდ ხმაურიანი იყო.

ამიტომ, უნდა ითქვას, რომ შექმნილ ვითარებაში პრემიერის გადადგომას და მთავრობის მთელი შემადგენლობის სახლში გაშვებას საზოგადოების ყურადღება უნდა გაეფანდა და გარკვეულ წილად დაეკმაყოფილებინა კიდეც. ეს სკანდალები უმეტესად მთავარსარდალ სირსკის და მასთან დაახლოებულ გენერლებს უკავშირდებოდა. ერთი მათგანი ერთი პერიოდი მთავარსარდალ სირსკის შტაბის უფროსიც კი იყო. ასე რომ მთავრობის გადადგომას წინ ამგვარი ფაქტები და ფაქტორები უძღვოდა.

ამიტომაცაა რომ ვამბობ რომ პრემიერ სვირიდენკოს გადადგომის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ტექნიკური საკითხი იყო იმ თემების გადასაფარად რომელთა გადაფარვის მცდელობა ხელისუფლებას ჰქონდა. პრემიერისა და მთავრობის გადადგომა მიზნად ისახავდა ბოლო დროის სკანდალების პროცესებიდან პრეზიდენტ ზელენკის მაქსიმალურად დისტანცირებას.

პრემიერ სვირიდენკოს გადადგომის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ტექნიკური საკითხი იყო იმ თემების გადასაფარად რომელთა გადაფარვის მცდელობა ხელისუფლებას ჰქონდა. პრემიერისა და მთავრობის გადადგომა მიზნად ისახავდა ბოლო დროის სკანდალების პროცესებიდან პრეზიდენტ ზელენკის მაქსიმალურად დისტანცირებას

პრობლემები თავდაცვის უწყებაში კი ნამდვილად იყო, ისინი ამავე უწყებაში, რბილად რომ ვთქვათ, კორუცფიულ სკანდალებსა და მორალურ-ფსიქოლოგიურ საკითხებს უკავშირდებოდა.

ამას იმიტომ ვამბობ, რომ მთვარობის გადადგომის მიუხედავად ახალ მთავრობაში საკვანძო პოსტებზე ისევ წინა მთავრობის ფინანსთა, ჯანდაცვის და ასევე მთავრობის წინა შემადგენლობიდან არიან მინისტრები. ახალ პრემიერს სერგეი კორეცკის მთავრობაში თავისი ახალი გუნდი არ მოუყვანია.

- დაახლოებით 20 დღეზე ოდნავ მეტია, პრეზიდენტმა ზელენსკიმ დაანონსა „რუსეთის მშვიდობისათვის იძულების“ ოპერაცია.

„რუსეთის მშვიდობისათვის იძულების“ ოპერაციაში განსაკუთრებულ როლს ეფექტურად ასრულებდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი მიხაილ ფიოდოროვი, რომელმაც უკრაინის თავდაცვის უწყებაში უკრაინული დრონებით ბრძოლის მექანიზმები შექმნა.

უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ნავთობწარმოებასა და გადამუშავების სფეროს, ასევე სამხედრო წარმოებასა და ეკონომიკას იმ მასშტაბის პრობლემები შეუქმნა, რომ ისედაც რეცესიაში მყოფ რუსეთის ეკონომიკას უჭირს უკრაინასთან ომის წარმოება.

ფიოდოროვის თავდაცვის მინისტრობიდან გათავისუფლება გააპროტესტეს კიევში, დნეპროში, ლვოვში, ოდესაში და ნახევარად დანგრეულ სუმშიც კი.

თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, როგორ აისახება ფიოდოროვის თავდაცვის მინისტრობიდან გათავისუფლება ერთი მხრივ უკრაინის ბრძოლაზე რუსეთის წინააღმდეგ და მეორე მხრივ უკრაინის საშინაო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებზე?

- ჩემი აზრით, ჯერ იმაზე უნდა ვისაუბროთ თუ რატომ გამოიწვია საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილში ფიოდოროვის გათავისუფლებამ უკმაყოფილება და პროტესტი.

საზოგადოებაში ომის წარმოებაში პრობლემების გამო მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა საკმაოდ რთულია. ეს პროცესი დაიწყო მას შემდეგ, რაც 2024 წლის თებერვალს პრეზიდენტმა ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა მთავარსარდალი ზალუჟნი.

ზელენსკიმ ზალუჟნი მაშინ გაათავისუფლა, როცა საზოგადოების დიდ ნაწილს მის მიმართ ჰქონდა დიდი ნდობა, თან იმდენად დიდი, რომ მას „გამარჯვების გენერალსაც“ კი უწოდებდნენ.

მისი განთავისუფლების შემდეგ თავდაცვის უწყებაში, რბილად რომ ვთქვათ, დაიწყო პრობლემები. მე სამხედრო ექსპერტი არ ვარ, მაგრამ ვისაც ამ სფეროში ეთქმის სიტყვა ისინი ამბობენ რომ გენერალ სირსკის, რომელმაც გენერალი ზალუჟნი შეცვალა, მისი მართვის სტილი ძალიან გავს სამხედრო სფეროს იმ მეთოდებით მართვას, რომელიც სსრკ-ს დროს იყო.

ვგულისხმობ ჯარისჯაცებისა და ოფიცრებისადმი უპატივცემულო დამოკიდებულებას, ჯარის მართვას პრინციპით - უფროსი ყოველთვის მართალია.

ამან გამოიწვია უკრაინულ ჯარში „რუსული დედოვშინის“ დანერგვა, მაგრამ უფრო სასტიკი ფორმებით. თუ მშვიდობიანობის დროს სამხედრომოსამსახურეები ჯარისკაცებს მხოლოდ სცემდნენ, ახლა, მათ შეუძლიათ მათი მოკვლაც. ეს ჯარისკაცების დიდ ნაწილს ომისათვის მზაობის მოტივაციას უკარგავს.

რა თქმა უნდა, უკრაინულ ჯარში საკმაოდ მაღალი დონის ოფიცრები და გენერლები არიან. ჩემი აზრით, უკრაინულ ჯარი სწორედაც რომ მაგათ მხრებზე დგას. გენერალმა სირსკი შექმნა რამდენიმე ისეთი ქვედანაყოფი, რომლებიც პირველ რიგში იღებენ ჯარისკაცების შევსებას, მათ ყველაზე საუკეთესო აღჭურვილობა და ამუნიცია მიეწოდება. მათ ეძლევათ ყველაზე საუკეთესო დრონები.

შედეგი კი ისაა, რომ სირსკის ფავორიტ ნაწილებს აქვთ მეტ-ნაკლებად კარგი შედეგები. იგი აწვდის პრეზიდენტს ყველაზე კარგ ინფორმაციას და იქმნება განცთა რომ ის ხელშეუხებელია.

ფიოდოროვის მინისტრად მოსვლის შემდეგ, მან დაიწყო სამხედროებთან, მეთაურებთან პირდაპირი კომუნიკაცია, შედეგი კი ის იყო რომ მაქსიმალურად ყველა ქვედანაყოფი იღებდა იმას, რისი საშუალება უწყებას ჰქონდა.

ფიოდოროვი თავდაცვის უწყებაში მისვლის შემდეგ შეეცადა უკრაინის ჯარში მართვის უვარგისი საბჭოთა სისტემის დანგრევას და ომის პირობებში თანამედროვე სისტემის შექმნა-დანერგვას. მას ეს ნაწილობრივ გამოუვიდა და ამის გამო გაჩნდა ხალხში გამარჯვების იმედი.

ფიოდოროვი თავდაცვის უწყებაში მისვლის შემდეგ შეეცადა უკრაინის ჯარში მართვის უვარგისი საბჭოთა სისტემის დანგრევას და ომის პირობებში თანამედროვე სისტემის შექმნა-დანერგვას. მას ეს ნაწილობრივ გამოუვიდა და ამის გამო გაჩნდა ხალხში გამარჯვების იმედი

ფიოდოროვმა უკრაინულ ჯარის მართვაში შეძლო ბიუროკრატიული მექანიზმების დანგრევა, რაც აფერხებდა როგორც თანამედროვე დრონების შეძენას, ისე დრონების სისტემის მართავს. სირსკისთან დაახლოებულმა გენერლებმა ჩათვალეს რომ ფიოდოროვი მათ ანგარიშს არ უწევდა და ამან გამოიწვია კონფლიქტი მინისტრ ფიოდოროვსა და გენერლებს შორის.

თანამდებობიდან წასვლის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ფიოდოროვმა პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც პირველად თქვა რომ მინისტრად დანიშვნის პირველივე დღეებში მან სამინისტროში აუდიტი ჩაატარა და აღმოჩნდა რომ უწყების ბიუჯეტში 300 მილიარდი გრივნის დანაკლისი აღმოჩნდა, რაც 8-9 მილიარდი აშშ დოლარს შეადგენს. მისივე თქმით, მან ამის შესახებ საქმის კურსში ჩააყენა პრეზიდენტი, რომლის შემდეგაც გენერალური შტაბის უფროსი გათავისუფლებულ იქნა თანამდებობიდან. მისი 6 თვიანი მინისტრობის დროს 15-20 % შემცირდა რაკეტების შეძენის ღირებულება.

მას შემდეგ, რაც ფიოდოროვმა თავდაცვის უწყებაში ცვლილებები განახორციელა, ხალხმა ვიზუალურადაც კი დაინახა ის წარმატებები, რაც უკრაინას ჰქონდა და ახლაც აქვს უპირატესობა რუსულ მხარესთან. იგულისხმება უკრაინის ტექნოლოგიური უპირატესობა ომის წარმოებაში.

გარდა ამისა, უნდა ითქვას, რომ მის მიერ შემუშავებული ბრძოლის მეთოდოლოგიით მნიშვნელოვნად შემცირდა უკრაინულ ჯარისკაცების დანაკარგები. მისივე მტკიცებით უკრაინამ უნდა იომოს დრონებით და არა ცოცხალი ძალით და გაუფრთხილდეს თავის ჯარსიკაცებს. ფიოდოროვის დასაცავათ ხალხი ქუჩაში იმის გამო გამოვიდა, რომ მათ ჩათვალეს - ზელენსკიმ მათ ომში გამარჯვების იმედი წაართვა.

ფიოდოროვმა რომ უკრაინა-რუსეთის დაპირისპირებაში უკრაინის სასარგებლოდ გარადტეხის უზრუნველყოფა შეძლო, ამის შესახებ ერთხმად საუბრობდნენ როგორც დასავლელი სამხედრო ექსპერტები, ისე ევროპული ქვეყნების ლიდერები. დრონების ომის ხარჯზე უკრაინამ შეძლო ცაში უპირატესობის მიღწევა.

ფიოდოროვმა რომ უკრაინა-რუსეთის დაპირისპირებაში უკრაინის სასარგებლოდ გარადტეხის უზრუნველყოფა შეძლო, ამის შესახებ ერთხმად საუბრობდნენ როგორც დასავლელი სამხედრო ექსპერტები, ისე ევროპული ქვეყნების ლიდერები. დრონების ომის ხარჯზე უკრაინამ შეძლო ცაში უპირატესობის მიღწევა

თუ როგორ აისახება ფიოდოროვის თავდაცვის მინისტრობიდან გათავისუფლება უკრაინა-რუსეთის ომსა და უკრაინის საშინაო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესზე, ეს არავინ არ იცის.

- თავდაცვის მინისტრის დანიშვნა უკრაინულმა რადამ ვერ შეძლო, რადგან წარდგენილი კანდიდატის დასანიშნად ხმები არ იყო საკმარისი.

ამის გამო პრეზიდენტმა ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრად ევგენი ხმარა კი დანიშნა, მაგრამ, როგორც ბევრი ამბობს, მისი დანიშვნა უკრაინაში არსებული კანონმდებლობით მას არ შეეძლო...

- დიახ. უკრაინული კანონმდებლობით პრეზიდენტს რადის გვერდის ავლით თავდაცვის მინისტრის დანიშვნის უფლება არ ჰქონდა. თუ მინისტრი არაა, მისი მოვალეობა მისმა პირველმა მოადგილემ უნდა შეასრულოს. უშიშროების სამსახურის დანიშვნაც რადის პრეროპატივაა და არა პრეზიდენტის.

ამის შესახებ იურისტები ახლა ბევს საუბრობენ. მოკლედ, ჩემი აზრით, ეს სიტუაცია ლამაზად ნამდვილად არ გამოიყურება. გარდა ამისა, ფაქტია, რომ პრეზიდენტ ზელენსკის მიერ გადაგმული ნაბიჯები უკრაინის კონსტიტუციას არ შეესაბამება. როცა გვინდა ვიმსჯელოთ იმაზე თუ რა შედეგები მოჰყვება უკრაინაში სამთავრობო ცვლილებას, ამას დრო გვიჩვენებს.

ეს სიტუაცია ლამაზად ნამდვილად არ გამოიყურება. ფაქტია, რომ პრეზიდენტ ზელენსკის მიერ გადაგმული ნაბიჯები უკრაინის კონსტიტუციას არ შეესაბამება

ახლა ვიცით ის, რომ თავდაცვის სამინისტროში ფიოდოროვის განთავისუფლება ნეგატიურად იქნა აღქმული. ჩემი აზრით, ეს საკადრო ცვლილება კარგს არაფერს არ მოიტანს. იმაზე უკეთესი რაც იყო, 100% -ით ვარ დარწმუნებული რომ არ იქნება.

- მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ „რუსეთის მშვიდობისათვის იძულების“ 40-დღიანი ოპერაციაა დაანონსა, თუ სწორად მახსოვს 6 აგვისტოს უნდა დასრულდეს.

დაანონსებული ამ 40 დღიანი ოპერაციის დასრულების დღეს რა შედეგები ექნება უკრაინას?

- ზელენსკის მიერ დაანონსებული „რუსეთის მშვიდობისათვის იძულების“ ოპერაცია მისი მხრიდან კარგად გათვლილი პიარ-აქცია იყო. ამიტომ, ამ პიარაქციისაგან სერიოზულ შედეგებს არ უნდა ველოდოთ.

იდეა კარგი კია, მაგრამ, იმ შესაძლებლობებით, რაც დღეისათვის უკრაინას აქვს, რუსეთის მშვიდობისათვის იძულება“ შეუძლებელია.

- ფაქტრია ისაა, რომ უკრაინული დრონების აქტიურად გამოყენების შედეგად რუსეთი საწვავის გარეშეა დარჩენილი. რუსეთს ახლა არა თუ არა აქვს ომის აქტიურად წარმოების შესაძლებლობა, არამედ ხორბლის მოსავლის ასაღებად მეზობელი ყაზახეთიდან იღებს ე.წ. ჰუმანიტარულ ბენზინს...

ფიოდოროვის მიერ დაწყებული ოპერაცია გაგრძელდება თუ არაა?

- მე იმედი მაქვს რომ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ომი დრონებით გაგრძელდება. თუ ფიოდოროვის მიერ დრონებისათვის შესასყიდი დეტალების ის სქემა შენარჩუნდა, რაც სწრაფად საჭირო და თანამედროვე დეტალების შეძენას ითვალისაწინებდა, მაშინ, დრონების ოპერაცია გაგრძელდება.

თუ ფიოდოროვის მიერ დრონებისათვის შესასყიდი დეტალების ის სქემა შენარჩუნდა, რაც სწრაფად საჭირო და თანამედროვე დეტალების შეძენას ითვალისაწინებდა, მაშინ, დრონების ოპერაცია გაგრძელდება

თუ თავდაცვის უწყებამ ფიოდოროვის მიერ შემუშავებულ მექანიზმში კორექტივები ისე შეიტანეს რომ ამ სქემას მუშაობის გასაგრძლებლად პრობლემები ექნა, მაშინ ისინი ეფექტურად საქმიანობის გაგრძელებას ვერ შეძლებენ.

- უკრაინულ დრონებთან დაკავშირებით დავუშვათ მოვლენათა განვითარების ორივე შესაძლო ვარიანტი - ფიოდოროვის შექმნილი სისტემა ან იმუშავებს, ან არა...

- იმედი მაქვს დრონების შექმნისა და მუშაობის სისტემა, რომელიც ფიოდოროვმა შექმნა იმუშავებს.

თავდაცვის უწყებაში ფიოდოროვის მისვლამდე დრონებისთვის ნაწილებს კი იძენდნენ, მაგრამ, მისი მისვლის შემდეგ კორუფციული ელემენტები ნულამდე იქნა დაყვანილი, ვინც უფრო ეფექტურ და იაფად შეძლებდა დრონების შექმნას, ამისათვის ჯანმრთელი კონკურენციისთვის გარემო შეიქმნა.

- ფიოდოროვსა და სირსკის შორის კონფლიქტში არჩევანის სირსკიზე შეჩერებაც შემთხვითი არ უნდა იყოს.

მას შემდეგ, რაც სირსკი ომის წარმობაში მთავარ პირად დაინიშნა, იგი ძირითადად დაკავებული იყო იმით, რომ უკრაინა-რუსეთის დაპირისპირების ხაზზე საფორტიფიკაციო ნაგებობების მშენებლობით იყო დაკავებული.

ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ხმაურიანი განცხადებების კეთების მიუხედავად, უკრაინა არ აპირებს რუსების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას?

უფრო სწორად დასავლეთის ზეწოლით, შეგუებულია აზრს რომ დაკარგულ ტერიტორიებს ვერ დაიბრუნებს?

- უკრაინა-რუსეთის დაპირისპირების ზოლზე საფორტიფიკაციო ნაგებობს სირსკი არ აშენებდა. ამით სხვები იყვნენ დაკავებული. სხვათა შორის, რამდენადაა ისინი ეფექტური, ამ საკითხზეც და ასევე იმაზე, რომ ამ საქმეშიც კორუფციულ სქემები არსებობდა, ბევრი საუბრობდა.

რაც შეეხება რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას. მათ დასაბრუნებდალდ უკრაინას საკმარისი რესურსები არ აქვს. ამას ემატება მობილიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები. ამ თვალსაზრისითაც სერიოზული ნაბიჯების გადადგმას გეგმავდა ფიოდოროვი. იგულისხმება ომში არა მხოლოდ დრონების გამოყენება, რაც ჯარის რაოდენობის კომპენსირებას მოახდენდა. ფაქტია, რომ ეს მას გამოუვიდა კიდეც.

იმედი მაქვს ეს მომავალშიც გაგრძელდება. ამას კი ტექნიკური ცოდნის გარდა, მენეჯერობის დიდი ნიჭი სჭირდება. თუ თავდაცვის ახალ მინისტრს ამგვარი ნიჭის ერთი მოადგილე მაინც ეყოლება, კარგი იქნება.

- ზელენსკი ფიოდოროვი კი გაანთავისუფლა, მაგრამ მის გუნდში დარჩენა შესთავაზა. ფიოდორივმა ზელენსკის ეს წინადადება არ მიიღო.

სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს ის რომ რეფორმატორმა თავდაცვის მინისტრმა ზელენსკის უარი უთხრა დარჩეს მისი გუნდის წევრად?

- იმ ბრიფინგიდან, რომელიც ფიოდოროვმა ჩაატარა და რომელიც ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, იგი თავის განცხადებებში ძალიან ფრთხილი და კორექტული იყო. რაც იმას ნიშნავს რომ მთავრობაში განხორციელებული ცვლილებების გამო ვითარება უკრაინის უმაღლეს ეშელონებში საკმაოდ რთულია.

ფიოდოროვმა არაერთხელ გაიმეორა რომ იგი ზელენსკის გუნდში იყო. 7 წელი მას პრეზიდენტისთვის არასდროს უღალატია და არც პრეზიდენტს უღალატნია მისთვის.

მან ასევე თქვა რომ ახლა დროა გადაწყვეტილებები სინდისის კარნახით იყოს მიღებული. და დაამატა - მე ჩემი გადაწყვეტილება უკვე მიღებული მაქვს. თუმცა, არ დაუკონკრეტებია რას გულისხმობდა.

იმ ბრიფინგიდან, რომელიც ფიოდოროვმა ჩაატარა და რომელიც ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, იგი თავის განცხადებებში ძალიან ფრთხილი და კორექტული იყო. რაც იმას ნიშნავს რომ მთავრობაში განხორციელებული ცვლილებების გამო ვითარება უკრაინის უმაღლეს ეშელონებში საკმაოდ რთულია

მან ასევე თქვა რომ სიტუაცია რომელიც ახლა არსებობს, ასეთი არ უნდა იყოს. ვნახოთ, როგორ და რა მიმართულებით განვითდება პროცესები.

რადის დეპუტატის კითხვაზე ახლა რაა საკეთებელი მან თქვა - მე, ჩემი გადაწყვეტილება მივიღე. მოვუწოდებ პალამენტს გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღავნელონ სინდისის კარნახით. ასე მოიქეცით იმ შემთხვევაშიც თუ სამართალდამცავ ორგანოებთან გექნათ პრობლემები.

- მას შემდეგ, რაც ფიოდოროვ-სირსკის დაპირისპირებაზე სკანდალი გაღვივდა, სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია რომ უკრაინულმა ძალებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე წინ წაიწიეს, ანუ აიძულეს რუსები გარკვეულ ტერიტორიებზე უკან დაეხიათ.

რამდენად შეესაბამება რეალობას ამგვარი ინფორმაციები და სავარაუდოდ, ეს რას შეიძლება ნიშნავდეს?

- ასეთ ინფორმაციები არ მინახავს. როგორც ჩანს, მათი გავრცელებაც უკავშირდება სამთავრობო ცვლილებებს და ფიოდოროვ-სირსკის შორის დაპირისპირების გადაფარვის მცდელობას.

ის რაც სამთავრობო დონეზე მოხდა, მე სკანდალს არ ვუწოდებდი. უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა. ასეთ რთულ სიტუაციაში ვიმყოფებით და უკრაინული რადა 18 აგვისტომდე შვებულებაში წავიდა. და ეს ხდება ვითარებაში როცა ომში ჩართულ ქვეყანას ორი საკვანძო მინისტრი - თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრი არ ჰყავს.

უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა. ასეთ რთულ სიტუაციაში ვიმყოფებით და უკრაინული რადა 18 აგვისტომდე შვებულებაში წავიდა. და ეს ხდება ვითარებაში როცა ომში ჩართულ ქვეყანას ორი საკვანძო მინისტრი - თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრი არ ჰყავს

- დიახ, ამის შესახებ ინფორმაციას რომ გავეცანი, თვალებს არ დავუჯერე. ეს რას შეიძლება ნიშნავდეს?

- ვიტყვი იმას, რაც უკვე ვთქვი - ახლა უკრაინა პოლიტიკური კრიზისის ზღვარზეა. ეს კრიზისი ფიოდოროვს არ შეუქმნია. რაც მოხდა სკანდალი არაა, ასეა რადგან მას პრეზიდენტ ზელენსკის მიმარათით არც ერ საწინააღმდეგო განცხადება არ გაუკეთებია, თავის განცხადებებში იგი ზედმიწევნით კორექტული იყო.

პოლიტიკური კრიზისი იმის გამოც შეიძლება ჩამოყალიბდეს რომ რადის დეპუტატმა პოტურაევმა, რომელიც რადაში რომელიღაც კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა, საკმაოდ კრიტიკული განცხადებები გააკეთა. იგი ფრაქცია „ხალხის მსახურის“ წევრია. პოლიტიკური კრიზისის ნიშნები მაშინ გამოჩნდება ცხადად, როცა არდადაგების შემდეგ რადა დაიწყებს მუშაობას. არ გამოვრიცხავ, ახლა წარმოქმნილი პაუზა კრიზისის დაძლევისთვის იყოს გამოყენებული.

იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე ომზე. უკრაინას საკმაოდ ბევრი კარგი, პროფესიონალი და წესიერი გენერლები ჰყავს, რომლებმაც იციან თუ როგორ აწარმოონ ომი აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს