რუსეთის მიერ ოდესის მახლობლად, სამოქალაქო გემზე განხორციელებული დარტყმის შედეგად დაღუპულთა შორის 4 ინდოეთის მოქალაქეა

რუსეთის მიერ ოდესის მახლობლად, სამოქალაქო გემზე განხორციელებული დარტყმის შედეგად დაღუპულთა შორის 4 ინდოეთის მოქალაქეა, - ინფორმაციას Reuters-ი ინდოეთის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსული ძალების მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად ოთხი ინდოეთის მოქალაქე დაიღუპა და ერთი დაშავდა, რომლის მდგომარეობაც კრიტიკულია.

„ინდოეთი გმობს მსგავს თავდასხმებს და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ კომერციული გემების მიზანში ამოღება, უდანაშაულო ეკიპაჟის წევრების საფრთხეში ჩაგდება ან ნავიგაციისა და ვაჭრობის შეფერხება თავიდან უნდა იქნას აცილებული“, - ნათქვამია ინდოეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, 19 ივლისს რუსეთმა ოდესასთან ახლოს, გვინეა-ბისაუს დროშის ქვეშ მცურავ მარცვლეულის სავაჭრო გემზე დარტყმა მაშინ განახორციელა, როდესაც გემი პორტს ტოვებდა. უკრაინის საზღვაო პორტების ადმინისტრაციის განცხადებით, რუსეთის დარტყმის შედეგად, 10 ადამიანი დაიღუპა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია